x
რა იცი შენი სისხლის შესახებ ? შეამოწმე ცოდნა

სისხლი ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

რა მისია აკისრია სისხლს? სისხლი მიაწოდებს ჟანგბადს და გლუკოზას ყველა ორგანოსა და ქსოვილს, რის შედეგადაც შხამები მიაქვს გამომყოფ ორგანოებთან.ასევე მიაქვს ნახშირჟანგი ფილტვებთან. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას.

დონაცია


რამდენი ლიტრი სისხლი აქვს ადამიანს? ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს.იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.



რამდენი ჯგუფის ჯგუფი არსებობს? სულ 4 ჯგუფის სისხლი არსებობს:
1. I (O)
2. II (A)
3. III (B)
4. IV (AB)
სისხლი იყოფა რეზუსუარყოფითად (RH-) და რეზუსდადებითად ( RH+) გადასხმის დროს სწორედ ამ მონაცემებს ითვალისწინებენ.

რას ნიშნავს უნივერსალური დონორი? არსებობს კრიტიკული მომენტები, მაგალითად ახალშობილებს, რომელთა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შეიძლება პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლიც გაესხას. ის უნივერსალურ დონორად ითვლება.

მსოფლიოს მოსახლეობის 38%-ს I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლი აქვს. გადასხმის მაღალი მაჩვენებლის გამო ხშირად სისხლის ბანკებში მისი დეფიციტი იქმნება. ყველაზე იშვიათი სისხლი IV (AB) რეზუსუარყოფითი სისხლია, უნივერსალური კი I (O) რეზუსუარყოფითი.


რისგან შედგება სისხლი? სისხლის ელემენტებია:ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები.

1. ერითროციტები:არის სისხლის წითელი უჯრედები.ერითროციტების მთავარ ფუქნციად ითვლება ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა. ამაში მათ ჰემოგლობინის მოლეკულა ეხმარება. ერითროციტების მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე ესაჭიროება.

2. ლეიკოციტები: თეთრი უჯრედებია. ისინი იცავენ ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისგან, თავს ესხმიან მავნე ნივთიერებებს და ანადგურებენ მათ.ლეიკოციტები ბირთვიანი უჯრედებია, ისინი ელენთაშილიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება.

3.თრომბოციტები: მთავარ როლს თამაშობენ სისხლდენის შეჩერებაში. სისხლძარღვის დაზიანებისას თრომბოციტები თითქოსდა ეწებებიან ერთმანეთს, რითაც ავიწროვებენ დაზიანების ადგილს და წარმოქმნიან თრომბს. ამით აჩერებენ სისხლდენას.

დონაცია

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის უანგარო დონაცია?

არ არსებობს ხელოვნური ხსნარი, რომელიც ადამიანს სისხლის მაგივრობას გაუწევს. ადამიანების სიცოცხლე უანგარო დონორებზეა დამოკიდებული. სისხლის გადასხმის პროცედურა სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ჩაბარებამდე დონორს იკვლევენ - ექიმები უმოწმებენ წნევას, პულსს, ტემპერატურას, ზოგჯერ – ჰემოგლობინსაც.

სისხლი მალფუჭადია, მხოლოდ 42 დღეა მისი ვარგისიანობის ვადა, ამიტომ უანაგრო დონორთა აქტიურობა უმნიშვნელოვანესია. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ ადამიანს 3 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.მსოფლიოში სისხლის პროდუქტები ყოველ 3 წამში სჭირდებათ ადამიანებს, ძირითადი მოთხოვნა უბედური შემთხვევებისას დაშავებულებზე მოდის.



0
428
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0