x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უილიამ შექსპირი, სონეტი #121

სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი, ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს. ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი, თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო. რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი, სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო? თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი, ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?! მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას, მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები, სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები. პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.

0
588
7-ს მოსწონს
ავტორი:მაფა
მაფა
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0