x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში - დაშავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

image

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში. თვითმხილველების ცნობით, დედოფლისწყაროელი ცოლ-ქმარი დიალიზის გასაკეთებლად მიდიოდა, რა დროსაც თბილისთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საპირისპირო მხრიდან სწრაფად მიმავალი ჯიპი შეეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სხეულის დაზიანებები მიიღო.


შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, რომელმაც ორი დაშავებული დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.


მამაკაცს თავის არეში დიდი და ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ტრავმული შოკი აღენიშნებოდათ, მაგრამ მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა. ჩაუტარდათ სხვადასხვა გამოკვლევები, მოხდა ჭრილობების დამუშავება და გაკერვა. დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის ორივე მათგანი ბინაზე გაწერეს.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0