x
image
პროფესორი
გავიღვიძეთ,სანამ ძალიან გვიან არაა!
image

აი, რა დალაგებას აპირებს ივანიშვილი ერთ წელიწადში-ის აპირებს ჰააგაში მიცემული ყალბი ჩვენებების მეშვეობით ერთადერთი იმ ძალის განადგურებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სამუდამოდ ჯიბეში ჩადებაში, ოღონდ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ეს საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს.
გავიღვიძოთ, სანამ ძალიან გვიან არაა!


2008 წლის ომზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვის ერთ-ერთ ეტაპზე, 2016 წელს, ორი კვირის განმავლობაში მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ სულ 33 მოწმეს მოუსმინა, იქნებოდნენ ისინი ადგილობრივი მოსახლეობა, თუ რუსი სამხედროები, რომლებიც თბილისის ასაღებად ემზადებოდნენ. მოწმეთა შორის ასევე იყვნენ ქართველი ჯარისკაცები, რომელთაც სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცათ მათი, როგორც რუსეთის ხელში მყოფი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. უამრავი წერილობითი დოკუმენტი არსებობს რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არა მხოლოდ ცოცხლად გადარჩენილი, არამედ მოკლული ქართველი სამხედრო ტყვეების ისტორია. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანია.

ვერ გავამჟღავნებ იმას, რისი თვითმხილველიც გავხდი მოწმეთა დაკითხვისას. იმას კი ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა ვალში ვართ იმ ქართველი თუ არაქართველი სამხედროების და მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც ომში საქართველოს დასაცავად იბრძოდნენ. ქვეყანას, რომელიც პატივს არ სცემს თავის შეიარაღებულ ძალებს მომავალი ვერ ექნება.


თავზარდამცემია გუშინ ნიკა ჯეირანაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მთელი სახელმწიფო მანაქანა იმისკენაა მომართული, რომ ჰააგაში ქართველები დაიჭირონ, იქნება ის მიშა, გრიშა, თუ ნებისმიერი სხვა, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, ამით კი იმედოვნებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას საბოლოოდ ამოძირკვავენ...“ წარმოვიდგინე, რომ სამხედროები, რომელთაც დაზარალებულის სტატუსით ვუსმენდი სულ ორიოდე წლის წინ, შეიძლება ხვალ განსასჯელის სკამებზე აღმოჩნდნენ.

კვლავ გავიმეორებ, თუ რამდენად საზიანოა ხელისუფლების წარმომადგენლების ასე გახშირებული საჯარო განცხადებები ომის საქართველოს/მისი ხელისუფლების მიერ დაწყების თაობაზე სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებისთვის და ზოგადად საქართველოს მომავლისთვის.

ვერასოდეს ვერაფერი გაამართლებს საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას თავდაცვითი ომის წარმოებისთვის. მტერსაც არ ვუსურვებ, რომ ეს ტვირთი დაუტოვოს შთამომავლობას. სამშობლოს დაცვა ასეთ უთანასწორო ომში ვერასდროს იქნება დანაშაული.

image

4
100
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
100
  
2018, 12 ნოემბერი, 15:13
შენთან ვარ,ეს უკვე ღირსების საქმეა.
2018, 12 ნოემბერი, 15:12
დამშვიდდი მეგობარო,ამათი დრო წასულია,ჯობია გამოაშკარავდნენ))))))
2018, 12 ნოემბერი, 9:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 12 ნოემბერი, 9:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4