x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეგრელი მსმელი,რომელმაც შაჰი სიკვდილს გამოასალმა

image

ერთი მსმელი კაცის საინტერესო ისტორია. "სამეგრელოში იყო ერთი დიდებული, რომელიც ისე გამოჩენილი იყო სმაში, რომ მისი სახელი მთელ ირანშიც გავრცელდა. მისი ქებით თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის, ყურამდე მივიდა. ამ ხელმწიფემ კაცი გაუგზავნა დადიანს და შემოუთვალა, რომ გავიგე შენს სამთავროში ასეთი გამოჩენილი მსმელი გყოლია და გთხოვ გამომიგზავნოო. დადიანმა დაუყოვნებლივ გაატანაიგი სპარსეთის შაჰს ახალგაზრდა საცოლეს, რომელიც იყო ათაბაგის სახლის შვილი და ის-ის იყო, მიემგზავრებოდა ირანში. შაჰი ერთიორად მოხარული იყო რადგან მოუვიდა ახალგაზრდა ცოლოც და შესანიშნავი მსმელიც. ქორწილის გამო მრავალი წვეულება იყო, სადაც მუდამ პატიჟებდნენ შედან ჭილაძეს. ეს იყო მსმელის სახელი და გვარი. ამან იქც ისახელა თავი და ყველას აჯობა სმაში. ამის გამო მუდამ ჯილდოს იღებდა.: ხან ნაჭედ ოქროთი მოწყობილ უნაგირს, ხან სიასამურის ტყავისხელთათმანიან მდიდრულ კაბას, ხან ძვირფასი ქვებითა და უქროთი შემკულ ქვებს, რომელსაც უხვი შაჰი აძლევდა. ბოლოს თვით შაჰმა მოინდომა მასთან სმაში შებმა და იქამდე სვა სანამ არ დასნეულდა და სული არ განუტევა. ჭილაძე კი საჩუქრებით გამდიდრებული სამშობლოში დაბრუნდა.

10
638
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
638
  
2018, 12 ნოემბერი, 17:43
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A_I
2018, 12 ნოემბერი, 17:42
მისიონერის სახელით იყო ჩამოსული,მაგრამ ჩემის ვარაუდით აგენტი იყო რომის,ვიმეორებ ჩემის მოსაზრებით.
1524 წლის 23 მაისს, დაუძლურებული 36 წლის ისმაილი გარდაიცვალა თავრიზში. არსებობს რამდენიმე ვერსია მისი აღსასრულის შესახებ, მაგრამ სპარსელი ისტორიკოსების ცნობით შაჰი ალკოჰოლის მოხმარებამ შეიწირა. დაკრძალეს მის მშობლიურ ქალაქ არდებილში. ისმაილის შემდეგ სეფიანთა ირანის სათავეში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი, 10 წლის თამაზ I.
2018, 12 ნოემბერი, 17:00
ვისი აგენტი? :)
მეგრელებს რამდენიმე მონაკვეთში ბარბაროსებს ადარებს და მართალია იმ მომენტებში, საკუთარი კუთხის კაცს, რომ გაყიდის ის ბარბაროსია აბა ვინაა?
ერთია რას წერს ლამბერტი და მეორეა-არცერთი ქართული წყარო, არცერთი სპარსული წყარო არ ადასტურებს შაჰების მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღებას.
ისპაჰანის ტარუღის უნდილაიძის ისტორიაც დაწვრილებით მაქვს წაკითხული და იქაც არაფერი წერია მსგავს შემთხვევაზე.
კათოლიკე მისიონერი იყო და ისლამს ირიბად აყენებდა უხერხულ სიტუაციაში. ლამბერტი პირველი არ იყო ვისაც მსგავსი აბსურდები აქვთ დაწერილი.
2018, 12 ნოემბერი, 16:39
მუსულმანმა ზოგადად არ უნდა დალიოს,ქრისტიანმაც არ უნდა მოაწყოს ორგიები,მაგრამ თუ ლამბერტი იმას ამბობს რასაც ხედავდა,მაშინ ასე გამოდის,თორემ მე იმას არ ვამბობ რომ ლამბერტი არ იტყუება,სრულიად შესაძლებელია რომ ის იტყუებოდეს,მაგრამ რაში დასჭირდებოდა.......
2018, 12 ნოემბერი, 16:36
ის იყო აგენტი და არა მისიონერი,მაშინ ასე გეტყვი მას არ უყვარდა მეგრელები.ეს მონაკვეთი ლამბერტის წიგნშია
2018, 12 ნოემბერი, 16:22
ლამბერტის ორივეე გამოცემა მაქვს, შაჰები სვამდნენო ესაა საპნის ოერიდან თუ დამიჯერებ.
ორთოდოქსი ისლამის მიმდევარი შაჰების მიერ ალკოჰოლის მიღებას არცერთი ქართული ან თავად სპარსული წყაროები არ ადასტურებენ.
ესაა მოგონილი ისტორია, ვინმე ჭელიძეზე. მებრძოლი, რომ ყოფილიყო მესმის შაჰს მოწონებოდა და პირადი დაცვის წევრად აეყვანა, მაგრამ მსმელი!!!!
ლამბერტს მეგრელები არ ეზიზღებოდა კაცი წერდა იმას რასაც ხედავდა, კარგზე კარგს წერდა და ცუდზე ცუდს.
2018, 12 ნოემბერი, 15:25
მიუხედავად იმისა რომ ეზიზღებოდა მეგრელები ბევრ რამეს წერს სიმართლეს,ბევრსაც თავის სასარგებლოდ
2018, 12 ნოემბერი, 15:24
არქანჯელო ლამბერტის სამეგრელოს აღწერა ეს წიგნი თუ გაქვს მანდ აქვს აღწერილი ლამბერტს
2018, 12 ნოემბერი, 14:59
სასმელსაც სვამდნენ და მეტსაც აყოლებდნენ ზედ :D
2018, 12 ნოემბერი, 12:42
ეეჰ სომხებს ვემსგავსებით ჩვენც, სპარსეთის შაჰები როდის სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს?
შარბათი და თრიაქი ეს იყო და ეს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10