სამეგრელო და ზემო სვანეთი მეგრელი მსმელი,რომელმაც შაჰი სიკვდილს გამოასალმა 2018, 11 ნოემბერი, 20:28 ერთი მსმელი კაცის საინტერესო ისტორია. "სამეგრელოში იყო ერთი დიდებული, რომელიც ისე გამოჩენილი იყო სმაში, რომ მისი სახელი მთელ ირანშიც გავრცელდა. მისი ქებით თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის, ყურამდე მივიდა. ამ ხელმწიფემ კაცი გაუგზავნა დადიანს და შემოუთვალა, რომ გავიგე შენს სამთავროში ასეთი გამოჩენილი მსმელი გყოლია და გთხოვ გამომიგზავნოო. დადიანმა დაუყოვნებლივ გაატანაიგი სპარსეთის შაჰს ახალგაზრდა საცოლეს, რომელიც იყო ათაბაგის სახლის შვილი და ის-ის იყო, მიემგზავრებოდა ირანში. შაჰი ერთიორად მოხარული იყო რადგან მოუვიდა ახალგაზრდა ცოლოც და შესანიშნავი მსმელიც. ქორწილის გამო მრავალი წვეულება იყო, სადაც მუდამ პატიჟებდნენ შედან ჭილაძეს. ეს იყო მსმელის სახელი და გვარი. ამან იქც ისახელა თავი და ყველას აჯობა სმაში. ამის გამო მუდამ ჯილდოს იღებდა.: ხან ნაჭედ ოქროთი მოწყობილ უნაგირს, ხან სიასამურის ტყავისხელთათმანიან მდიდრულ კაბას, ხან ძვირფასი ქვებითა და უქროთი შემკულ ქვებს, რომელსაც უხვი შაჰი აძლევდა. ბოლოს თვით შაჰმა მოინდომა მასთან სმაში შებმა და იქამდე სვა სანამ არ დასნეულდა და სული არ განუტევა. ჭილაძე კი საჩუქრებით გამდიდრებული სამშობლოში დაბრუნდა. 638 4-ს მოსწონს |
1524 წლის 23 მაისს, დაუძლურებული 36 წლის ისმაილი გარდაიცვალა თავრიზში. არსებობს რამდენიმე ვერსია მისი აღსასრულის შესახებ, მაგრამ სპარსელი ისტორიკოსების ცნობით შაჰი ალკოჰოლის მოხმარებამ შეიწირა. დაკრძალეს მის მშობლიურ ქალაქ არდებილში. ისმაილის შემდეგ სეფიანთა ირანის სათავეში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი, 10 წლის თამაზ I.
მეგრელებს რამდენიმე მონაკვეთში ბარბაროსებს ადარებს და მართალია იმ მომენტებში, საკუთარი კუთხის კაცს, რომ გაყიდის ის ბარბაროსია აბა ვინაა?
ერთია რას წერს ლამბერტი და მეორეა-არცერთი ქართული წყარო, არცერთი სპარსული წყარო არ ადასტურებს შაჰების მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღებას.
ისპაჰანის ტარუღის უნდილაიძის ისტორიაც დაწვრილებით მაქვს წაკითხული და იქაც არაფერი წერია მსგავს შემთხვევაზე.
კათოლიკე მისიონერი იყო და ისლამს ირიბად აყენებდა უხერხულ სიტუაციაში. ლამბერტი პირველი არ იყო ვისაც მსგავსი აბსურდები აქვთ დაწერილი.
ორთოდოქსი ისლამის მიმდევარი შაჰების მიერ ალკოჰოლის მიღებას არცერთი ქართული ან თავად სპარსული წყაროები არ ადასტურებენ.
ესაა მოგონილი ისტორია, ვინმე ჭელიძეზე. მებრძოლი, რომ ყოფილიყო მესმის შაჰს მოწონებოდა და პირადი დაცვის წევრად აეყვანა, მაგრამ მსმელი!!!!
ლამბერტს მეგრელები არ ეზიზღებოდა კაცი წერდა იმას რასაც ხედავდა, კარგზე კარგს წერდა და ცუდზე ცუდს.
შარბათი და თრიაქი ეს იყო და ეს.