x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
არაბი პრინცი, რომელმაც ქველმოქმედებას 32 მილიარდი შესწირა, საქართველოს საპატიო მოქალაქეა

image
ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს, ის უბრალოდ ადგა და 32 მილიარდი შესწირა ქველმოქმედებას…
“ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე" - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა -სალ ვალიდ იბნ ტალალმა ჟურნალ “Forbes-ის" კითხვაზე - “მე ვერ წავიღებ ამ ფულს საფლავში, მინდა, რომ კეთილ საქმეს მოხმარდეს, ჩვენ ირგვლივ იმდენი ადამიანია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ვიღაც ავადმყოფობას ებრძვის, ვიღაც კარგ განათლებას მიიღებს, ვიღაც თავის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.
მე შემიძლია სამყარო ოდნავ მაინც შევცვალო უკეთესობისკენ და მე ამას გავაკეთებ!"
თანხა ძირითადად მოხმარდება - სხვადასხვა დაავადებსის წინააღმდეგ ბრძოლას, ქალების უფლებების გაძლიერებას, ახალგაზრდების განათლების წახალისებას, სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ღარიბი მოსახლეობის დახმარებას. სალ-ვალიდი იმედოვნებს, რომ მისი ძალისხმევა სამყაროს უფრო ტოლერანტულს გახდის.

შეგახსენებთ, რომ ალ ვალიდ ბინ ტალალი 2015 წელს თბილისს 13 ივნისის სტიქიამდე სამი დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოსთვის 300 ათასი დოლარი გამოყო. სწორედ მაშინ მას საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა იყო.image

62 წლის პრინცი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

1
440
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
440
  
2018, 12 ნოემბერი, 0:09
18 მილიარდი თუ აქვს, 32 მილიარდი როგორ გასცა? ალოგიკურია :)
0 1 1