x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარადიული ხატება-დონალდ ტრამპმა ელვის პრესლი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა
image

როკ-ნ-როლის მეფე გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ დაჯილდოვდა ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი.


თეთრი სახლის მეთაური დონალდ ტრამპი, პირველად თავის პრეზიდენტობის პერიოდში დააჯილდოვებს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით, მან შეარჩია 7 პიროვნება, რომელიც მისი აზრით ამ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს.

ლაურეატების რიცხვშია ელვის პრესლი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, მისი გაყიდული ჩანაწერების ტირაჟი მსოფლიო მასშტაბით 500 მილიონს აჭარბებს, რითაც მხოლოდ "ბიტლზს" ჩამორჩება.


მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი 1977 წელს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, რომელიც ჰარი ტრუმენის ინციატივით გაიცემა 1945 წლიდან ამერიკის ორიდან ერთ–ერთი უმაღლესი ჯილდო სამოქალაქო პირებისათვის. ჯილდო ენიჭება პირს აშშ–ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.


თავისუფლების მედლით ჯილდოვდება პიროვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ–ს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში, აგრეთვე, მსოფლიოსა და აშშ–ში საზოდაგოებრივ–კულტურული ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის.


წელს ელვის პრესლის გარდა ლაურეატები გახდნენ, მილიარდელი შელდონ ადელსონის მეუღლე მირიამი, ბეისბოლიტი ბეიბ-რუტ უმცროსი, სენატორი ორინ ჰეტჩი და სხვები.

დაჯილდოვების ცერემონიალი 16 ნოემბერს გაიმართება.



0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0