x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორსულობა "გადამდებია"
image

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ორსული ქალების რაოდენობამ პიკს (6.2 მილიონი) 2010 წელს მიაღწია. შეიძლება ეს ფაქტი ახალმა აღმოჩენამ ახსნას.


სტატიაში გაგაცნობთ მეცნიერულ კვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ ორსულობა "გადამდებია".

image


2014 წელს ამერიკულმა ჟურნალმა The American Sociological Association-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორსულობა გადამდებია.


კვლევის განმავლობაში, რომელიც 10 წელიწადს ტარდებოდა (1990-იანებიდან 2000-იანებამდე), მკვლევრებმა 1720 ქალის ინფორმაცია გააანალიზეს და საინტერესო რამ აღმოაჩინეს: ექსპერიმენტის ბოლოს მონაწილე ქალების ნახევარზე მეტს ჰყავდა შვილი.

image

ინტერვიუების დროს ქალები საუბრობდნენ "მეგობრული კვანძის" ცნებაზე და სწორედ ეს აღმოჩნდა ორსულობის "გადადების" მიზეზი.


ადამიანი, როგორც წესი, გარემოს შესაბამისად იქცევა და გარშემო მყოფი ადამიანების ქცევებიც გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებებზე.

image

ეს იმას ნიშნავს, რომ ორსული მეგობრის ნახვა ქალში პოზიტიურ გრძნობებს აღვიძებს ბავშვისადმი და თავადაც იწყებს შვილის გაჩენაზე ფიქრს.

image

ასევე, სხვა შესაძლებელი ფაქტორებიც არსებობს, რაც გავლენას ახდენს ქალის განზრახვაზე.


➽ როცა ქალი ხედავს, როგორ ზრუნავს მისი მეგობარი ბავშვზე, რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებშიც, რომ შეუძლია შვილის გაჩენა და აღზრდა.


➽ როცა ქალი ხედავს, რომ მისი მეგობარი დედა ხდება, მარტოსულობის გრძნობა უჩნდება და უნდება, თავადაც გახდეს დედა.

image

გასაკვირია, მაგრამ "მეგობრული კვანძი" ბავშვების რაოდენობაზეც ახდენს გავლენას. მიზეზი იგივეა: თუ თქვენს მეგობარს რამდენიმე შვილის აღზრდა შეუძლია, თქვენც შეგიძლიათ.

მეორე მიზეზიც ძალაშია: თუ თქვენს მეგობარს 3 შვილი ჰყავს, თქვენ კი 1, თავს ისევ მარტოსულად იგრძნობთ.

image

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ორსულობის გადადების ცნება დებს შორის არ არსებობს. ზოგი მკვლევარი ამას იმით ხსნის, რომ დღევანდელ სამყაროში შეიძლება ზოგი ადამიანისთვის მეგობარი მეტს ნიშნავდეს, ვიდრე და-ძმა.

image

ასე რომ, ქალის დაორსულების "რისკი" მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტ მის მეგობარს ჰყავს შვილი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას

image


2. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ

image


3. რატომ ვერ ორსულდებით - 6 ფარული მიზეზი

image


1
73
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
73
  
2018, 14 ნოემბერი, 17:35
მთავარია ბიჭებს არ გადაედოთ :D
0 1 1