x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, წითელ ხალიჩაზე სიარულის შემდეგ, ვარსკვლავების ნაცვამი კაბები სად მიაქვთ?
როგორც ცხადია, ჰოლივუდში ყოველწლიურად ხდება გრადაცია და რაიმეს დაკომპლექტება განსაზღვრული სტატუსით - როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი, ოსკარზე წარდგენილი საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ანიმაცია და ა.შ, და შოუბიზნესის წარმომადგენელი ცნობილები სიხარულით ესწრებიან ღონისძიებას და გადიან გზას წითელ ხალიჩაზე, რომელსაც ისინი ჯილდომდე მიყავს და ნანატრ ოსკარის ოქროსფერ ქანდაკებასაც "ეხუტებიან".


image



ოსკარის ჯილდო, ეს არის - შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში" გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).


„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Yony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება და ვარსკვლავებიც დიდი მოლოდინით წინასწარ (რამდენიმე თვითაც კი, ადრე) ემზადებიან წითელ ხალიჩაზე საუკეთესო ფორმაში გასავლელად, რისთვისაც კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.


დაფიქრებულხართ ოდესმე, კაბები, რომლებიც ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე ეცვათ, ცერემონიის დასრულების შემდეგ სად მიაქვთ?


ვარსკვლავების ძირითადი და წმაყვანი სტილისტები ტანია ჯილი და ტარა სვენნენი ამ პატარა საიდუმლოს გვიმხელენ.


imageimageimage



კაბები, რომლებიც ვარსკვლავებს განსაზღვრულ ღონისძიებაზე აცვიათ, ცერემონიის დასრულების შემდეგ ისევ იმ მოდის სახლებს უბრუნდებათ, საიდანაც ისინი იქირავეს. ვარსკვლავები კაბებს ქირაობენ ერთი დღით, იშვიათ შემთხვევაში უმართლებთ და მოდის სახლები მათ იმ ფასად 48 საათითაც კი მიაქირავებენ ხოლმე. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მოდის სახლები განსაკუთრებულ და იშვიათ მოდელს ქმნიან სპეციალურად რომელიმე ცნობილისთვის, რომელიც ამაში იხდის თანხას და კაბის შემდგომი ბედიც სწორედ მეპატრონის ხელშია.



imageimage



მოდის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო 2000 წელს, როდესაც გრემის დაჯილდოებაზე ჯენიფერ ლოპეზს ეცვა ბრენდული კაბა Versace-სგან, ამით, პარალელურად დაარეკლამა დიზაინერმა მისი ახალი დიზაინის კაბა და შემდეგ აჩუქა ჯეილოს. სხვათაშორის, ჯეილომ ამ კაბით ნამდვილი ფურორი მოახდინა გრემის დაჯილდოებაზე.



image



როგორც წესი, დიზაინერები და მოდის სახლები გულუხვობით არ გამოირჩევიან და მსგავს საჩუქრებს არ აკეთებენ, ამიტომ იყო ეს შემთხვევა მოდის ისტორიაში საკულტო.





იხილეთ აგრეთვე:



იცოდით რატომ იცვამენ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ჩვენი ცნობილები?image






რას მალავენ ვარსკვლავები კაბის ქვეშ? იდეა თქვენც მოგეწონებათimage



0
846
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
846
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0