x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ოცნებების მესაფლავე" ახალაია_ რას ფიქრობს ხალხი?!


image

სამთავრობო ცვლილებებმა მოახლოებული არჩევნების წინ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, პოლიტიკაზე საუბრობს დიდი თუ პატარა, ცნობილი თუ არა ცნობილი, პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი.

თანამოქალაქეების აზრის გასაგებად, მათ შემდეგი კითხვებით მივმართე:




1. გჯერათ თუ არა მერაბიშვილის დაპირებების?


2. ვინაა ხელისუფლების ახალი ხერხემალი ვანო მერაბიშვილი თუ ბაჩო ახალაია?


ლელა, 53 წლის, სოციოლოგი:


1. ვანომ ბარონ მიუნჰაუზენსაც კი “მოუჯოკრა” ტყუილებში. სად არის წინა არჩევნებზე დაპირებული მილიონი სამუშაო ადგილი?ასეთივე ბლეფია დასაქმების სამინისტროც. გააკეთებენ აღრიცხვას უმუშევრების, იმასაც გააყალბებენ. ახლაც გაიძახიან 18 % უმუშევრობისო, რაც უდიდესი ტყუილია. წინასაარჩევნო პერიოდში ხალხს შეუქმნიან ილუზიას ვითომ ზრუნავენ, არჩევნების შემდეგ კი უარესად გაგვაძრობენ ტყავს. არ უნდა გაებას ხალხი ამ სატყუარაში, თუ ამათ ანკესზე წამოვეგებით მაშინ ყველაფრის ღირსი ვიქნებით ქართველი ხალხი. რაც შეეხება 1000 ლარიან რაღაც გაურკვეველ ბონუსს, ძალიან გაუაზრებლად წამოსროლილი დაპირებაა, რომელიც მოსყიდვის ნიშნებს დიდი დოზით შეიცავს, ხალხს ისე უჭირს ზოგი შეიძლება დახამდეს. სხვათაშორის ჩემს ახლობლებთან მივიდნენ ნაც. მოძრაობის აგიტატორები და შესთავაზეს დენის, წყლისპრივატიზების ხარჯების დაფარვას გარანტირებული ხმების სანაცვლოდ, ოღონდ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებენ, იციან ვინც არაა ოპოზიცია და იმათ თავაზობენ.
2. ვანო გაპრემიერებით რა თქმა უნდა დაწინაურდა, მაგრამ საქართველო საბოლოოდ გააფორმეს პოლიციურ სახელმწიფოდ. ძალადობა და რეპრესიები გაგრძელდება კვლევ ქვეყანაში. რაც შეეხება ახალაიას თავის დროზე თავდაცვაში დანიშნეს იმის გამო, რომ სამხედროები გაეჩუმებინათ, რაც ივანიშვილის დაფინანსება შემოაკლდა სააკაშვილს სამხედროებს ფიქსირებული ხელფასის 25 %-ს ძლივს უხდიან, დანარჩენს კი გაუგებარი მიზეზის გამო უქვითავენ. დაშინებით აჩუმებდა სამხედროებს ახალაია, ახლა იგივე ფინანსური პრობლემებია პოლიციაში და იქაც დააშინებს. ამას დავუმატოთ ის რომ ბაჩო ახალაია პრეზიდენტის ხელის ბიჭია და მის ყველა ახირებას დააკმაყოფილებს. შეიძლება როგორც პოლიტიკური ფიგურა ხერხემალია მერაბიშვილი, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს ძალოვანი სტრუქტურები შემსრულებლებით დააკომპლექტოს. ახალაიების სახით კი ფაქტიურად ორივეგან დასაყრდენი აქვს.


ბესო 39 წლის, ინდ. მეწარმე:


1. “ამდენი ფული საიდან მოაქვთ?! 10 მილიარდი საგარეო ვალი გვაქვს, 5 მილიარდი ბიუჯეტი, ვანოს დაპირებების ჩამონათვალს 8 წლის ბიუჯეტიც არ ეყოფა. “ნაცმოსათვის” მთვარი, ხელისუფლებაში დარჩენაა. ეს არის ლოზუნგები და არა პროგრამა.. პროგრამაა გაწერილი დეტალურად, გეგმა რას და როგორ აკეთებ და რისგან. ჩემი აზრით საარჩევნო “ბლა-ბლა” ორივე ბანაკიდან კიდევ უფრო საარაკო ფაზაში შევა. არავისი არ მჯერა, საკუთარი თავის გარდა.
2. ვანო როგორც პოლიტიკური ფიგურა ხერხემლად რჩება, მაგრამ არამგონია ისეთივე წარმატებული პრემიერი იყოს. ახალაია ხერხემალი ვერ იქნება, არც მერაბიშვილის მსგავსი გაწონასწორებული ადამიანია. პოლიციის რეფორმის წარმატებაში დიდი წვლილი ვანოს ხასიათმაც იქონია. ჩემი მეგობარი პოლიციელებისგან ვიცი, რომ სამინისტროში ვანო ყველას უყვარდა, ახალაიას მოსვლა კი არავის გახარებია.


ნუნუ, 63 წლის, პენსიონერი(ყოფილი სამხედრო):


1. არ მჯერა ვანოს დაპირებების, აქამდე სად იყვნენ? გეგონება სხვა
გუნდი იყო მთავრობაში, ივანიშვილი რასაც იტყვის იმას აორმაგებენ და ასამმაგებენ. “მეტი სარგებელი ხალხს” კარგად ჟღერს, მაგრამ მე ასევე კარგად მახსოვს სლოგანი “ საქართველო სიღარიბის გარეშე”, თუმცა ახლა უფრო მეტად ღარიბია ქვეყანა ვიდრე წინა არჩევნებისას, ესენი თუ არ წავიდნენ მომავალ არჩევნებამდე ვერც მივაღწევთ ცოცხლები. ათას ლარიანი ვაუჩერის თემაც შემოგდებულია, 4წელზე გათვლილი ათასი ლარი სიდუხჭირეს ვერაფერს დააკლებს რეალურად, შეიძლება მხოლოდ ერთი კომუნალური გადასახადი დავფაროთ წლის მანძილზე, არც იმის გარანტიას მოგვცემს ვინმე რომ არ შეწყდება, პირველ წელს შეიძლება მოგვცენ მაგრამ მერე აღარ.
2. მიუხედავად შეცდომებისა ვანოს პლიუსებს და მენეჯერულ უნარებს
ყველა აღიარებს. ამითომ ხალხის კეთილგანწყობა უნდა საარჩევნოდ. მერაბიშვილი უდავოდ ჭკვიანია და ეს სიჭკვიანეც საშიშია. ფაქტია, ჟვანიას შემდეგ პოლიტიკურად ასეთი ძლიერი პრემიერი აღარ გვყოლია. ისე, მგალობლიშვილის ამბავი რომ მახსენდება, ვერ იტანს მიშა წინააღმდეგობას და მერაბიშვილსაც მოუნდომებს თავში ჩარტყმას, მაგრამ ეს არ გამოუვა. მიშა ვერც თავისზე პოპულარულს ვერ იტანს და ერთად რამდენად მოძოვენ საკითხავია. სხვათაშორის ყველა სამინისტროს პირველი პირი პოლიციელია, რაც მიუთითებს რომ ძალის დემონსტრირებით აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას, დაშინება და ძალადობა იქნება ყველა სფეროში. იმდენად დიდი ყურადღება მიიპყრო ვანოს გაპრემიერებამ, სხვა სამინისტროებზე რატომღაც აქცენტი არ კეთდება, რა უნდა შაშკინს თავდაცვაში. სირცხვილია ქვეყანაში გყავდეს მაღალი რანგის გენერლები და შაშკინი იყოს მინისტრი. ამ სფეროს სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება და არ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრობა პოლიტიკური თანამდებობა.

თამაზი 65 წლის, არქიტექტორი:


1. არ მჯერა სააკაშვილის და მისი გუნდის, ვანოც “ნაცია” დამნაშავე ორგანიზაციის წევრი, მისი გაპრემიერება მხოლოდ ერთი რამით აიხსნება, მან უნდა შეძლოს ნაც. მოძრაობის გადარჩენა და ამ არჩევნების მოგება.
2. ხერხემალი რა თქმა უნდა ვანოა, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია.
ახალაია შემსრულებელია და ოღონდ მიშას ასიამოვნოს ნებისმიერ სისასტიკეზე წავა.


გიგა, 28 წლის, სახელმწიფო მოხელე:


1. ცოტა ადეკვატურები უნდა ვიყოთ, მიუხედავად ომის და კრიზისისა, 2008 წლის მესიჯებდან ზოგი სრულად შესრულდა და ზოგიც ნაწილობრივ, თუ “ნაცმო” ამბობს აკეთებს კიდეც, ხომ არ გაიხსენებდით 2003 წლის კამპანიის მთავარ თემებსაც, ეს შუქი და კორუფცია იყო, რაც მშვენივრად შესრულდა...ეხლა ვანომ აიღო ახალი ვალდებებულები და ამასაც შეასრულებს 100%..
2. რატომ სვამთ კითხვას ვანო თუ ახალაია? ორივე ერთადაა ხერხემალი.
მთავრობის პლიუსად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ერთიანად მოქმედებენ, შეთანხმებულად და ეფექტურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს. ვისაც არ მოწონს მიშას კადრები უკეთესი დაგვანახოს, მე ასეთს ვერ ვხედავ პოლიტიკურ ასპარეზზე.


ავთო 67 წლის, პენსიონერი:


1. გამოდის ვანო მერაბიშვილი და ტყუილებით გვბერავს! აქამდე არაფერი გააკეთეს, ვის ატყუებენ ესენი? წასულია ხელისუფლების საქმე, მოიტეხეს კისერი თავისივე ფასადური საქმეებით და ამაში დამნაშავე თვითონ არიან! არავინ გაბედოს ქართველ ხალხზე იმის თქმა უმადურები არიანო, ჩვენ ბევრს ვითმენდით უკეთესობის იმედით მაგრამ ას დოლარიანი პენსია 8 წელია ვერ შეასრულეს, ჯერ კიდევ ასი ლარი გვაქვს. 100 დოლარი უკვე 4 წლის წინ უნდა გვქონოდა მინიმუმ.
2. არცერთია ხერხემალი და არც მეორე ორივენი ყაჩაღები არიან, რომელთაც სათავეში თავზეხელაღებული მთავარი ყაჩაღი უდგას პრეზიდენტის სახით. რაც გაკეთდა სამი იმდენი შეჭამეს, ხალხზე კი არავინ ზრუნავს იმიტომ აშენებენ და ღებავენ უცხოეთს უნდათ თვალები აუხვიონ.


ზურა 47 წლის, სამართალცოდნე:


1. როგორ შეიძლება გჯეროდეს ამ დაპირებების, მითუმეტეს რომ იგივეგუნდი იძლევა, გეგონება აქამდე ოპოზიციაში იყვნენ და ამის რესურსი არ ქონდათ, დაპირებებიც კი ძალიან არაორგანიზებულად გამოიყურება, გაპრემიერებიდან მეორე დღეს დაპირებების სიუხვე უკვე დიდი შეცდომაა.
2.ამ საკითს ღრმად უნდა შევხედოთ და ანალიზი გავუკეთოთ:
ვანო მერაბიშვილი “ ნაც.მოძრაობის” ერთერთი თუ არა ერთადერთი წარმატებული რეფორმის “მთავარი მენეჯერია”. მან დაამტკიცა, რომ იცის სისტემის შენება. თანაც იმ სისტემის, რომელსაც არცთუ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის. ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ განცხადებაში და შემდეგაც არაერთხელ მოიხსენია პოზიტიურ კონტექსტში ვანო მერაბიშვილი, როგორც კარგი მენეჯერი და რეფორმატორი. სწორედ ეს გახლავთ ამ ნაც-მანევრის მთავარი იდეა. ივანიშვილის ამომრჩევლებში გაჩნდა კონკრეტული დადებითი მესიჯი, რომელიც მერაბიშვილის პერსონას ეხებოდა. დღეს კი როცა სააკაშვილის რეიტინგი არნახულად დაბალია და არც აღდენას ექვემდებარება, ”ნაც. მოძრაობას” აღარ აქვს საკმარისი დრო, რომ “შექმნას” ახალი პერსონა, რომელსაც გაპიარებს და შემდეგ პირველ ნომრად დააყენებს. (მაგალითად როგორც ადრე იყო ლადო გურგენიძე) არც დრო აქვს და არც ადამიანური რესურსი ალბათ, არავის უნდა ჩასაძირად გამზადებულ გემზე ყოფნა. ამიტომ არჩიეს მათ შედარებით ნაკლებად გატელევიზორებული წარმატებული მინისტრი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ფაქტორს, კარგად ვიცით, რომ სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ისეთ ბრძოლის მეთოდებს მოიცავს, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია პოლიცია. უფრო სწორად პოლიტიკური პოლიცია. მიშას უფრო მეტი სჭირდებოდა. მას სურს რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა მეოცნებე, რომლებიც ჯამში 60% მინიმუმ არიან გაქრნენ! …ვანო კი რადიკალურ ნაბიჯებს არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს მის პერსონალურ რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებდა. ამიტომ საჭირო გახდა ვანოს ადგილას სხვა ადამიანის დანიშვნა. რომელიც ვანოსგან განსხვავებით ნაკლებად ამბიციური იქნება, ვინც უსიტყვოდ, თვალდახუჭული შეასრულებს მაღალის ბრძანებებს. ის იქნება ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური თვალსაზრისით.დავალება კი იქნება მხოლოდ ერთი: მუსრი გავავლოთ ოცნებას! ნებისმიერ ფასად! სწორედ ამიტომ ოცნებების მესაფლავედ დანიშნეს ახალაია.
ვანო კი ამბიციურია! დიახ, მას პოლიტიკაში ყოფნა სურს და არა ზონდერჯგუფების ოცმეთაურობა. ამიტომ როცა ეს სცენარი გააცნეს, დაუფიქრებლად დათანხმდა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, რადგან ამ სცენარის შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად სხვის დირექტივებზეა დამოკიდებული.
გაურკვევლობაშია მიშაც. მას არ უყვარს როცა კონკურენტი ჰყავს. იგი “მაღალია”, შესაბამისად ყველაზე დიდი რეიტინგი სწორედ მას უნდა ჰქონდეს პარტიაში. მაგრამ იდეოლოგებმა დაარწმუნეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ.
შესაბამისად მას მეორე ნომრად მოუწევს თამაში და ახლა მისი პოლიტიკური მომავალი “ვიღაცეების” ხელშია. ჩემთვის ხელისუფლების ამ მანევრით ბევრ რამეს აეხადა ფარდა. ნათელი გახდა, რომ ნაც. მოძრაობა კლანური ბრძოლის ეპიცენტრია, დღეს იქ ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია! შესაბამისად ფიქრობენ, სუფთად ჩამოწერონ ის პოლიტიკური არენიდან. ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს ვაკვირდები. ვაკვირდები სხვადასხვა ფორუმებს, სოც.ქსელებს… აშკარაა, რომ ამ ეტაპზე, “მიშისტები” უფრო არ ელოდნენ მერაბიშვილის გაპრემიერებას, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები. მეტ-ნაკლებად აქტიური მიშისტები, მერაბიშვილის გაპრემიერებამდე, დისკუსიებში სულ ამბობდნენ, რომ ელოდნენ სააკაშვილის გაპრემიერებას, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჰილარის გვერდზე მდგომმა სააკაშვილმა, როიტერის კითხვას, იქნება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრი, თავი აარიდა. ეს ცვლილება ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ყველასათვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო სააკაშვილის შემდეგ ფიგურა, რომელიც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში თავის საკმაოდ “წონიან” სიტყვას ამბობდა და ნიკა გილაური, მხოლოდ “ფასადს” წარმოადგენდა.
ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ სააკაშვილი ვეღარ ნიღბავს საკუთარ პოლიტიკურ თამაშებს, შესაბამისად, უკვე ღია მოედანზეა გასული და უწევს, რომ ის ყველაფერი, რაც აქამდე კულუარებში ხდებოდა, ახლა უკვე ღიად, საზოგადოების დასანახად გააკეთოს.
მაკა დეკანოსიძე



10
1331
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1331
  
2012, 29 ივლისი, 13:28
ცეცხლოვანი სტატიებიც მაქვს
2012, 29 ივლისი, 6:53
მაკაკუნა მაინც აკლია ცეცხლი ამას,დაანთე რა,შენ შეგიძლია ;)
2012, 12 ივლისი, 22:59
იქნებ პირიქითაც მოხდეს, მთავარ ფსონს ყველა მიშას ჩამოცილებაზე დებს:)
2012, 12 ივლისი, 1:18
საერთოდ ჩვენს ქვეყანაში პრემიერ მინისტრებს არ უმართლებთ ხოლმე..გადახედეთ ისტორიას 2004 დან...არ ვიცი მარა თან მგონია რო მერაბიშვილსაც ნელ-ნელა ჩამოიშორებენ...ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა რომ თვით სააკაშვილზე მეტი გავლენა და ფასი მერაბისვილს აქვს...
2012, 12 ივლისი, 0:35
მართალია, ხალხიც სწორედ ამაზე საუბრობს
2012, 11 ივლისი, 21:34
ეს ცვლილებები არჩევნების გამო გააკეთეს ჩემი აზრით...ვფიქრობ რომ სერიოზული დაპირისპირება გველოდება ამ არჩევნების დროს...ახალაია ყველაფერზე წამსვლელი პიროვნებაა..ისე ამოხოცავს ასს კაცს ხელიც არ გაუტოკდება...ყველამ იცის ახალაია რაც არის.მერაბიშვილმა კი ამ ყველაფერს თავი აარიდა,რადგან უბრალოდ ვერ იზავდა მაგას...არც მერაბიშვილს ვიცავ და არც არავის სხვას..უბრალოდ 2004 წლიდან დღემდე რაც ეს მთავრობაა ყველაზე შედეგიანი რეფორმები და ჩამოყალიბებული სტრუქტურა მერაბიშვილმა შექმნა პოლიციის სახით.
2012, 10 ივლისი, 21:56
ძალიან კარგი ანალიზია ინგა...ისე დამეტანხმეთ რომ საზოგადოება ბევრ "ეხსპერტზე" კარგად აკეთებს ანალიზს
2012, 10 ივლისი, 18:13
ის ორი რას გადამეკიდა:))
2012, 10 ივლისი, 17:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10