x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მომავალში ტელეწამყვანი აღარ იქნება?-ჩინეთში პირველი ციფრული ტელედიქტორი ეთერში გავიდა(ვიდეო)
image

ჩინეთში განხორციელდა პირველად მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მქონე ციფრული ტელეწამყვანის პრეზენტაცია.ჰოლოგრამას შეუძლია წაიკითხოს ტექსტი ადამიანური ჟესტიკულაციით და მიმიკებით.


ჩინურმა ინტერნეტ-კომპანია Sogou -მ წარადგინა პირველი ციფრული ტელეწამყვანი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ტექნოლოგიური სიახლის პრეზენტაცია ინტერნეტის მართვის მე-5 მსოფლიო კონფერენციაზე გაიმართა, რომელიც ქალაქ უჩჟენში(პროვინცია ჯეძიანი) ჩატარდა.


როგორც კომპანიის ტექნოლოგებმა აღნიშნეს, საკმარისია ჩატვირთოთ ვიდეო ადამიანის გამოსახულებით, რის შემდეგაც ხელოვნური ინტელექტი თვითონ გაანალიზებს მიმიკას, საუბრის მანერას, ემოციებს, ამის შემდეგ იქმნება ციფრული მოდელი, რომელიც ჰოლოგრამის სახით იქმნება და უკვე შესაძლებელია ტელეგადაცემისთვის გამოვიყენოთ, ციფრული ტელეწამყვანს მხოლოდ მზა ტექსტი უნდა დაუდოთ და დანარჩენს თვითონ გააკეთებს.


პროგრამის პრემიერისთვის შერჩეული იქნა პოპულარული ჩინელი ტელეწამყვანის, ციუ ხაოს გარეგნობა, ცნობილი ტელეწამყვანის ჰოლოგრამ-ორეულმა ისაუბრა ამ ტექნოლოგიურ სიახლეზე, მის შემქმნელებზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე.



ციფრულ ტელეწამყვანს შეუძლია იმუშაოს 24 საათი გადამბულად შესვენების გარეშე.




ასევე დაგაინტერესებთ


image


0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0