x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცი საყვარლისთვის საჩუქრებს შეყვარებულის ფულით ყიდულობდა
image

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მაიკლ ფელზენფილდს თაღლითობისთვის 26 კვირა ციხე მიუსაჯა, ბრიტანელი ენჯელ ექსფორდი აღნიშნავს, რომ ამ ამბის შემდეგ საერთოდ დაკარგა ნდობა მამაკაცების მიმართ.

imageფოტოზე: ენჯელ ექსფორდი



ენჯელი ძლიერ განიცდიდა მაიკლთან დაშორებას, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ის ამბავი, რომ ამის გარდა მან მწარედ მოატყუა, უკანასკნელ პაემანზე მამაკაცმა განუცხადა, რომ საფულე მოპარეს, ენჯელმა ბარათი ათხოვა მაიკლს, იმისთვის, რომ ღამის კლუბში ვალი გადაეხადა და ჭამის ფული ჰქონოდა.

imageფოტოზე: მაიკლ ფეზენფლდი



მეორე დღიდან მაიკლი გოგონას ზარებს აღარ პასუხობდა, ერთი თვის შემდეგ კი ენჯელმა შეამჩნია, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან ფული ქრებოდა, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაერეკა ბანკში და ბარათის დაბლოკვა მოეთხოვა, როგორც გაირკვა ამ ხნის განმავლობაში მაიკლმა 1, 200 ფუნტი სტერლინგის დახარჯვა მოასწრო, საინტერესოა, რომ ფული იხარჯებოდა რომანტიკულ საყიდლებზე, ისეთი როგორიცაა ავიაბილეთები პარიზში, სასტუმრო, ყვავილები და სხვა.


imageimage

ენჯელს მეგობრები დაეხმარნენ, რომ მტკიცებულებები შეეგროვებინათ, მათ სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს მაიკლის მიერ ნაყიდი საჩუქრები ახალი საყვარლისთვის, საქმეში პოლიცია ჩაერთო, გაირკვა, რომ რომანტიკული მოგზაურობისთვის ენჯელის ბარათით მისმა ახალმა მეგობარმა გოგონამ ფელზენფილდის სახელით ავიაბილეთები შეიძინა პარიზის მიმართულებით.

image

ფოტოზე:№2 საყვარელი


პოლიციამ მაიკლ ფეზენფილდი ლონდონში, გატვიკის აეროპორტში დააკავა, იმ დროს, როდესაც ის ახალ საყვარელთან ერთად პარიზში გაფრენას აპირებდა.

imageფოტოზე; მაიკლ ფეზენფილდი მეორე საყვარელთან ერთად

სასამართლომ მაიკლ ფეზენფელდს 26 კვირა ციხე და 150 საათი იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა.




29 წლის ენჯელის და 26 წლის მაიკლის ურთიერთობა რამდენიმე თვე გრძელდებოდა, სანამ ამა წლის სექტემბერში მაიკლმა ენჯელს არ განუცხადა, რომ საბანკო ბარათი დაკარგა და დახმარება ითხოვა, ამის შემდეგ იგი აოთქლდა.

image

ასევე დაგაინტერესებთ

image



0
370
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0