x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენი ადგილი ამ სამყაროში
ჩვენი ადგილი ამ სამყაროში


ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვცხოვრობთ უმნიშვნელო პლანეტაზე, სამყაროს რომელიღაც მივიწყებულ კუთხეში, მილიარდობით ვარსკვლავს შორის, სადაც გალაქტიკების რაოდენობა ადამიანებზე ბევრად მეტია. ამ უზარმაზარ, უსასრულო სამყაროში 2, 000, 000, 000, 000 (2 ტრილიონი) გალაქტიკაა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენი სახლია. ყოველი გალაქტიკა საშუალოდ შეიცავს 100, 000, 000, 000 (100 მილიარდ ვარსკვლავს), რომელთა უმრავლესობასაც გააჩნია პლანეტები. მარტო ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ტრილიონი პლანეტაა, ხოლო აქედან 40 მილიარდი მდებარეობს სასიცოცხლო სივრცეში თავის ვარსკვლავთან მიმართებით. ერთ-ერთი ასეთი პლანეტა დედამიწაა. ჩვენ ამ ერთი წერტილიდან ვიყურებით ცაში და ვაკვირდებით სამყაროს საოცრებებს და მშვენიერებას. ვსწავლობთ მის 14 მილიარდწლიან ისტორიას და აღვფრთოვანდებით მისით.


როდესაც ცაში უფრო დაკვირვებით ვიყურებით აი რას ვხედავთ:


ნისლეულები



ნისლეული


გალაქტიკები


გალაქტიკა


პლანეტები და მათი თანამგზავრები


პლანეტა და მისი თანამგზავრი


ჩვენი სამყარო არის 14 მილიარდი წლის და სულ მცირე 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის და უფრო და უფრო ფართოვდება. თუ სამყაროს ასაკს გავუტოლებთ 1 წელს, მაშინ ადამიანების მთელი ისტორია მოიცავს მხოლოდ ბოლო 10 წამს. თუ სამყარო იქნებოდა დედამიწის ტოლი, მაშინ დედამიწა იქნებოდა ატომბირთვზე ბევრად უფრო მცირე. ახლაც არ გრძნობ თავს მცირედ, უმნიშვნელოდ, ბუნების სიდიადესთან შედარებით?


ვართ კი მარტონი ამ სამყაროში? სამყაროში დაახლოებით 12, 500, 000, 000, 000, 000, 000, 000 ვარსკვლავია. თუ 10 ვარსკვლავში ერთს მაინც გააცნია პლანეტები და მათი საშუალო ციფრი იქნება 5, მაშინ არსებობს 6, 250, 000, 000, 000, 000, 000, 000 პლანეტა.

თუ ამ პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შანსი იქნებოდა ერთი მემილიონედი, 1/1, 000, 000, 000 (0, 000000001%), მაშინ სამყაროში იარსებებდა 6, 250, 000, 000, 000 პლანეტა, სადაც სიცოცხლე იქნებოდა განვითარებული.


სამყარო არის იმაზე ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ცაზე მხოლოდ მაქსიმუმ 6, 000 ვასკვლავის დანახვა შეგვიძლია. მეტად პატარები ვართ, საკმაოდ უმნიშვნელონი ამ ყველაფრის ფონზე, მაგრამ ჩვენნაირი ინდივიდები აღარასდროს აღარსად იქნებიან, არცერთ პლანეტაზე, არცერთ დროში, არცერთ გალაქტიკაში, არცერთ სამყაროში. მხოლოდ ამიტომ ვართ თითოეული პიროვნება გამორჩეული.




ასევე დაგაინტერესებთ:

1. მთვარე ბევრად უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა

2. საუკეთესო ქართული სამეცნიერო საიტები

3. კოსმოსის მონსტრები - ტრილიონობით შავი ხვრელი

4. რამდენი სახეობაა უკვე გადაშენებული დედამიწაზე?

5. დედამიწის ისტორია

6. დედამიწის გეოლოგიური ისტორია

7. ბავშვი სამყაროები - ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო



განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
270
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
270
  
2020, 29 ნოემბერი, 16:54
Our place in this Universe

Who are we? We have discovered that we live on a small planet, in a forgotten corner of the universe, among billions of stars, where the number of galaxies is much larger than that of humans. There are 2,000, 000, 000, 000 (2 trillion) galaxies in this vast, infinite universe, one of which is our home. Each galaxy contains on average 100, 000, 000, 000 (100 billion stars), most of which have planets. There are about a trillion planets in our galaxy alone, of which 40 billion are located in the living space relative to its star. One such planet is Earth. We look at the sky from this one point and observe the wonders and beauty of the universe. We study its 14 billion-year history and admire it.
Here is what we see when we look more closely at the sky:
Nebulae, Galaxies, Stars, Planets and their satellites...
2020, 29 ნოემბერი, 16:54
Our universe is 13.8 billion years old and at least 93 billion light-years in diameter and is expanding more and more. If we equate the age of the universe to 1 year, then the whole history of humans includes only the last 10 seconds. If the universe were equal to Earth, then Earth would be much smaller than the nucleus. Do you still not feel small, insignificant compared to the greatness of nature?
Are we even lonely in this world? There are about 12, 500, 000, 000, 000, 000, 000, 000 stars in the universe. If at least one of the 10 stars is introduced to the planets and their average number will be 5, then there are 6, 250, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 planets.
If the chance of life on these planets were one million, 1/1, 000, 000, 000 (0, 00000000001%), then there would be 6, 250, 000, 000, 000 planets in the universe where life would have evolved.
The universe is much larger than we see. We can only see a maximum of 6,000 stars in the sky with the naked eye. We are very small, quite insignificant in the light of all this, but individuals like us will never be anywhere again, on any planet, in any time, in any galaxy, in any universe. That is the only reason we are so special.
0 1 2