x
image
მაიკო ქავთარაძე
რომელი ზოდიაქოს ნიშნებისათვის იქნება 2019 წელი ფინანსურად ყველაზე წარმატებული?

2019 ღორის წელიწადია... თუ გვინდა ამ წელს გაიზარდოს და გამყარდეს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, რასაც დააფასებს რაინდული ბუნების მქონე, სამართლიანი ღორი.

image

ვნახოთ, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად ფინანსური თვალსაზრისით ამ წელს:

ლომი-ამ წელს შესაძლებლობა მიეცემა გაზარდოს შემოსავლები სწრაფი გზით და ამასთანავე, გაიუმჯობესოს კარიერული მდგომარეობა. მიზანსწრაფულობა დროთა განმავლობაში შედეგს გამოიღებს და რისთვისაც ლომები იბრძვიან, შესაძლოა, საბოლოოდ აუსრულდეთ. გაიმარჯვონ საკუთარ პირად ამბიციებზე და მეტად ნაყოფიერი მუშაობით მიაღწიონ სასურველს.



image

მშვილდოსანი-მათთვის 2019 წელი სიურპრიზებით სავსე იქნება; შესაძლოა, დაიკავონ ახალი თანამდებობა კარგი შემოსავლით. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ღირსეული ადგილის მიღებაში, რომელზე პრეტენზია თქვენს კოლეგებსაც აქვთ. დაიკავეთ თქვენს ნიშაში სწორი პოზიცია და თქვენს ფინანსებში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

image

მერწყული-2019 წელს სტაბილურობა და მატერიალური შემოსავლები გარანტირებულია. უნდა ელოდოთ შემოქმედებით შთაგონებას, რომელიც გენიალურ გეგმებსა და იდეებს მოგიტანთ; არ გაუშვათ ხელიდან არც ერთი შანსი, რასაც შემოგთავაზებთ ცხოვრება, თუმცა ეს წელიწადი თქვენგან დიდ თავდადებასა და ჟინს მოითხოვს.



image

0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0