x
image
alex999
Mediator image
სიყვარულის დიდება!
გაუფრთხილდით თქვენს სიყვარულს - პატივისცემით ალექსი აბდიევი




ერთ დროს არსებობდა კუნძული, სადაც ყველა გრძობა ერთად იყო შეყრილი: ბედნიერება, სევდა, ცოდნა და სხვები... სიყვარულიც ამ გრძნობებთან ერთად იმყოფებოდა კუნძულზე. ერთ დღეს კუნძული იძირებოდა, ამის შესახებ ყველა გრძნობა ინფორმირებული იყო, აქედან გამომდინარე, გრძნობებმა დაიწყეს ნავებით კუნძულის მიტოვება....


image



სიყვარულის გრძნობა ერთადერთი იყო, რომელმაც კუნძულზე ბოლო წამამდე დარჩენა ისურვა, რადგან მას უსასრულოდ შეეძლო მოთმინება. როდესაც უკვე კუნძული თითქმის ჩაიძირა, სიყვარულმა გადაწყვიტა გადარჩენისთვის შველა ეთხოვა


... პირველად შენიშნა სიმდიდრე, რომელიც თავის ნავით არხეინად მიცურავდა. სიყვარული : "სიმდიდრევ, შეგიძლია მეც წამიყვანო? - სიმდიდრემ უპასუხა: "ჩემს ნავში ძალიან ბევრი ოქრო და ვერცხლია, აქ შენთვის ადგილი არ მაქვს!"


image


სიყვარულმა შენიშნა ძალიან ლამაზი ნავი, სადაც იმყოფებოდა ამპარტავნობა, მასაც ჰკითხა წაიყვანდა თუ არა მას, ჩაძირების პირას მყოფ კუნძულიდან... ამპარტავნობამ უპასუხა: "შენს დახმარებას ვერ შევძლებ! ძალიან სველი ხარ სიყვარულო და ვერ მოგცემ ჩემი ნავის დაბინძურების უფლებას!"


იქვე ახლომახლოს იმყოფებოდა სევდაც, სიყვარულმა მასაც დახმარება სტხოვა, თუმცა სევდამ შემდეგნაირად უპასუხა: "იმდენად მოწყენილი ვარ სიყვარულო, რომ მარტო დარჩენა მირჩევნია"


image



კუნძული თითქმის ჩაიძირა. და გამოჩნდა ბედნიერება... სიყვარულმა კიდევ ერთხელ სცადა და დახმარება სთხოვა ბედნიერებას, თუმცა ბედნიერება იმდენად იყობედნიერი, რომ ვერც კი გაიგონა სიყვარულის შეძახილი.

... უცებ სიყვარულს შორიდან ხმა მოესმა - "მოდი სიყვარულო, მე დაგეხმარები!" ეს სიყვარულზე, ბევრად უფრო მოხუცი გრძნობა იყო... სიყვარული იმდენად გახარებული იყო, რომ ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ დაეხმარა მას...



image



როდესაც ახალ კუნძულზე მივიდნენ, სიყვარულის დამხმარემ გზა განაგრძო... სიყვარულმა კარგად იცოდა, რომ ყველაზე დიდად მასთან იყო დავალებული და იქვე მყოფ ცოდნას ჰკითხა: "ვინ იყო ის ერთადერთი, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა და მიშველა?"


ცოდნამ უპასუხა: "ის დრო იყო!"

სიყვარული: "დრო???... რატომ გადაწყვიტა ჩემი დახმარება?"

ცოდნას გაეღიმა: " იმიტომ, რომ მხოლოდ დრომ იცის, თუ რამდენად დიდებულია სიყვარული!"




image


სიყვარული დიდებულია!





ავტორი - ალექსი აბდიევი










{თქვენთვის საინტერესო}


1. უკვდავი სიყვარული...

2. "რას ნიშნავს იყო ბედნიერი" - ილუსტრაციები, რომლებიც წამიერად მაინც გაგაბედნიერებთ!

3. ბედნიერების საიდუმლო წვრილმანებშია - 12 ფოტო, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ!

4. 17 ფოტო XX -საუკუნის ალბომებიდან, რომელიც მეხსიერებებიდან არ იშლება!

5. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი

3
49
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
49
  
2018, 13 ნოემბერი, 0:09
მადლობა ჩემო თბილო
2018, 12 ნოემბერი, 23:49
ეეე ალეეექს....რა საყვარელი სტატიაააა....რა ლამაზი აზრები და სიტყვები.....გული ამიჩუყდა...კარგი იყო
2018, 12 ნოემბერი, 1:57
დამეწვა გული ალექსი.როგორ არ გიმართლებს სიყვარულში :(
0 1 3