x
image
alex999
Mediator image
300 გოლი და 19 თასი! ლეგენდის დასასრული - დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

დიდიე ივ დროგბა ტებილი (დიდიე დროგბა) გოლების საერთო რაოდენობით დროგბა „ჩელსიში“ მე-4 ადგილზეა. ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც 100 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში.


დროგბა დაიბადა 1978 წლის 11 მარტს, კოტ-დიუვარის ქალაქ აბიჯანში. 5 წლის ასაკში მშობლებმა ბიძასთან საფრანგეთში გააგზავნეს, დროგბას ბიძა ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო(მიშელ გობა). მოგვიანებით დროგბა ისევ დაბრუნდა კოტ-დიუვარში, თუმცა მშობლების დაღუპვის შემდეგ იძულებული გახდა, ბიძასთან დაბრუნებულიყო.


image



დროგბამ საფეხბურთო კარიერა 13 წლის ასაკში, ვანის სამოყვარულო კლუბში დაიწყო, იგი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბიძის რჩევით, მან პოზიცია შეიცვალა და გახდა თავდამსხმელი.


image


შემდეგში დროგბა თამაშობდა ნახევრადპროფესიულ კლუბ - ლავალში. 1997 წელს, სკოლის დამთვარების შემდეგ, 21 წლის ასაკში დროგბა გახდა პროფესიონალური ფეხბურთელი. მან პირველი კონტრაქტი საფრანგეთის ლიგა II -ში მონაწილე ლე მანთან გააფორმა.


image



ლე მანში გატარებული 4 წლის შემდეგ, საფრანეგთის ლიგა I-ში მონაწილე გენგამმა შეიძინა დიდიე. 2002 წელს ჩატარებულ 34 შეხვედრაში დროგბამ 17 გოლის გატანა მოახერხა. ამ მომენტის შემდეგ დროგბაზე უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებიც ფიქრობდნენ...


image



კარგი თამაშის შედეგად, კოტ დიუვარის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსიც მოიპოვა. მან პირველსავე მატჩიში გაიტანა.



image



2003 წელს, დროგბა პირველი ჩაირიცხა ევროპული გრანდებიდან ერთ-ერთის რიგებში. მან მარსელთან გააფორმა კონტრაქტი. ამავე სეზონში, დროგბამ 35 მატჩიში 19 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, მარსელის ფორმით ჩემპიონთა ლიგაში 5, ხოლო უეფას თასზე 6 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, დროგბათი დაინტერესდნენ ინგლისური და ესპანური გრანდები: ჩელსი, მანჩესტერი, ბარსელონა და სევილია.


image



უკვე ვარსკვლავად ქცეული დიდიე დროგბა, 2004 წელს ლონდონის ჩელსიმ 38.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადაიბირა.


image



აქ დაიწყო დროგბას ერა. 8 სეზონში დროგბამ 157 გოლის გატანა მოახერხა. ის ლონდონის ჩელსის ლეგენდა გახდა.


image



2011/2012 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მის მიერ გატანილი ეს გოლი ლონდონის ჩელსის გულშემატკივრებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ. დიდიემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ პენალტების სერიაში ლონდონის ჩელსიმ სძლია მიუნხენის ბაიერნს და კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა!


image



დროგბამ ჩელსის მაისურით 1 -ჩემპიონთა ლიგა, 4 - პრემიერ ლიგა, 4 - ლიგის თასი და 4 - ფედერაციის თასი მოიპოვა.


image



2006 წელს დასახელდა აფრიკის კონტინეტის საუკეთესო ფეხბურთელად.


image



2012 წელს, დროგბა ლონდონის ჩელსიდან შანგაიში გადავიდა. 11 შეხვედრაში გატანილი 8 გოლის შემდეგ, კლუბი დატოვა....


image



2012/2013 წლის საფეხბურთო სეზონი დროგბამ თურქულ გალათასარაიში გაატრა, წელიწად-ნახევარში 53 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლის გატანა მოახერხა. გალათასარაიში მან 1 - თურქეთის სუპერლიგა, 1- თურქეთის თასი, 1- სუპერთასი და ემირატების თასი მოიგო.


image



ეს კიდევ, დროგბას მიერ გატანილი ისტორიული გოლია. დროგბა ყოველთვის ოცნებობდა მადრიდის რეალის კარის აღებას, მან ოცნება გალათასარაის ფორმით აიხდინა. თან რა გოლი!


image



თურქული კარიერის შემდეგ, ლონდონის ჩელსიში დაბრუნებულ დროგბამ პრემიერ ლიგა მოიგო და შემდეგ აშშ-ს მონრეალ ინფაქტს შეუერთდა.


image



ბოლოს დროგბა შეურთდა ფინიქს რაისინგს, სადაც როგორც კლუბის მენეჯერი, ასევე ფეხბურთელიც იყო.


დროგაბამ ოფიციალურად განაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იციან, თუ რაოდენ საუკეთესო ფეხბურთელი იყო ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ის ლონდონის ჩელსის ლეგენდად არის აღიარებული!


image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. აპოლონის სიყვარულის მსხვერპლი - როგორ წარმოიქმნა მზესუმზირა და ვინ იყო კლიტი?

2. 725 000 დოლარი იმას, ვინც შეძლებს 36 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას!

3. "მე ვარ ის პატარა გოგო რომელიც მამის ნამღერ იავნანაზე გაიზარდა" - შენი კოპწია გოგო

4. 17 ფოტო XX -საუკუნის ალბომებიდან, რომელიც მეხსიერებებიდან არ იშლება!

5. 8 ყველაზე გიჟური ფაქტი "მზის სამშობლოს" შესახებ!



0
427
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0