x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სტალინის დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილისადმი
image

სანამ სტატიაზე გადავიდოდეთ აქვე მინდა დავურთო მინაწერის სახით:ეს შეიძლება იყოს ვარაუდი და არა ფაქტი.

საბჭოთა ხელისუფლება შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი იყო განწყობილი დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის მიმართ. 1926 წელს იგი აიძულეს, გადამდგარიყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან, ოღონდ, ამ ყველაფერს ოფიციალურად სხვა სახე მისცეს, რის მიხედვითაც დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა თითქოს და, ავადმყოფობის გამო დატოვა თანამდებობა. ოცდაათიან წლებში ჯავახიშვილი დაუნდობლად გააკრიტიკეს, მიწასთან გაასწორეს და, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიურად ჩაქოლეს. მოგვიანებით კი, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისრის მოადგილეს, ლავრენტი ბერიას მოახსენეს უნივერსიტეტში დიდი არალეგალური ორგანიზაციის „აღმოჩენის“ შესახებ, რომელშიც ვკითხულობდით:


„ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამაგონებელი ამ კონტრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთელი მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის განმავლობაში, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალური ნაწილი. კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის რიგი დაპატიმრებული მონაწილე ხელმძღვანელობის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, არის რა დაკავშირებული ფაშისტური გერმანიის მთავრობის წევრებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დაბოლოს… კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.“

დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.

საბჭოთა ბელადის ამ ცნობილი ჩარევის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის გარშემო საბოლოოდ დათბა სიტუაცია. ამის გამოხატულება იყო, თუნდაც 1939 წლის იანვარში დიდი ისტორიკოსის არჩევა აკადემიკოსად.
(თათა მურაჩაშვილი)


image

6
301
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
301
  
2018, 9 ნოემბერი, 22:42
კოტეს მიწერე და ჩაგისწორებს.
2018, 9 ნოემბერი, 22:38
აუ გამეპარა როგორ ჩავასწორო სახელი?
2018, 9 ნოემბერი, 22:26
გვარი ჩაგისწორებია უკვე და სახელიც ჩაასწორე.
2018, 9 ნოემბერი, 22:25
ჯავახილისადმიო ეწერა და თან ტექსტში და გვარი გქონდათ არასწორად, თან სათაურში მიხეილი გიწერია და ივანეზეა ტექსტში საუბარი და სურათიც ივანესია, რა ვიცი... მიგითითე და ...
2018, 9 ნოემბერი, 20:02
დამოკიდებულება სწორი არაა?
2018, 9 ნოემბერი, 18:11
სათაური...
0 1 6