x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ხალხი მას სერბეთის გმირად მიიჩნევდა, ბევრმა არ იცის ისტორია ჟელკო რაჟნატოვიჩის შესახებ

imageხალხი მას სერბეთის გმირად მიიჩნევდა, ბევრმა არ იცის ისტორია ჟელკო რაჟნატოვიჩის შესახებ:
- ჟელკო რაჟნატოვიჩი (Željko Ražnatović), დაიბადა 1952 წლის 17 აპრილს, სლოვენიაში იუგოსლავიის რესპუბლიკაში. სერბეთში მას იცნობდნენ "Arkan"-ის სახელით.
ახალგაზრდობაში ევროპის მასშტაბით ბანკებს ძარცვავდა, ხოლო მოლარეებს ყვავილებს ჩუქნიდა, რის გამოც "ვარდებიან მძარცველს" ეძახდნენ. გაიქცა რამდენიმე ციხიდან და 1970-80-იან წლებში ინტერპოლის 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შედიოდა.
ჟელკო ალბანური ნარკომაფიის მეთაურებზეც ნადირობდა.
უყვარდა ფეხბურთი და მეთაურობდა საფეხბურთო კლუბ "ჩრვენი ზვეზდის" ფანატთა კლუბს. გულშემატკივართა გარჩევების შემდეგ ის ხორვატიის ციხეში ჩასვეს, გამოსვლის შემდეგ, მან ხორვატიის პრეზიდენტზე შური იძია და მისი "BMW" საპრეზიდენტო რეზიდენციის ფარეხიდან გაიტაცა.
ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს მან გულშემატკვირებისგან სერბ მოხალისეთა გვარდია ჩამოაყალიბა, რომელიც მალე მსხვილ ბრძოლისუნარიან არარეგურალურ დაჯგუფებად გადააქცია, რომელსაც ეწოდა "არკანის ვეფხვები". სერბულ სოფლებში გადარჩენილი მოსახლეობა მას ხელებს უკოცნიდა. დედაქალაქის ზოოპარკიდან მან ვეფხვის თეთრი ბოკვერები წამოიყვანა, როგორც თავისი დაჯგუფების ცოცხალი "წარმომადგენლები" მუდამ თან დაჰყავდა.
ომის შემდეგ ის სერბეთში სილამაზით განთქმულ ქალზე დაქორწინდა, მასთან 9 შვილი ეყოლა, უფროსი ვაჟი კი მისი თანამებრძოლი გახდა. არ ავიწყდებოდა ომის ინვალიდები და მათთვის ბინებს ყიდულობდა, ჩამოაყალიბა ფონდი "მე-3 ბავშვი", რომელიც ახდენდა მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებას და ეხმარებოდა მათ, ააშენა ტაძარი უდიდეს ქალაქ პრიშტინაში (კოსოვოს რესპუბლიკის დედაქალაქი). შეიძინა ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო კლუბი "ობილიჩი" 1 წლის შემდეგ კი მან მოახერხა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გაეხადა.
გეგმავდა პრეზიდენტ მილოშევიჩის ჩამოგდებას, მისი ოცნება იყო სერბეთში დაებრუმებინა მეფეთა კარაჯორჯევიჩების დინასტია.
ცხოვრობდა როგორც ქვეყნის პატრიოტი და მოკვდა როგორც მეომარი, 2000 წ. 15 იანვარს 47 წლის ასაკში მისი სიცოცხლე მკვლელის ტყვიამ შეიწირა.
დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ემშვიდობებოდნენ და პატივს მიაგებდნენ მას ბოლო გზაზე, პატარა ბავშვები კი სათამაშო ვეფხვებით მიაცილებდნენ.image

2
358
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
358
  
2018, 9 ნოემბერი, 11:57
მგელი იყო და მგელივით მოკვდა ღირსეულად, სამწუხაროდ ისევ სერბულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს.
0 1 2