x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი მუსიკოსები სცენაზე და მსოფლიო ტურნეში

image

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აწ გარდაცვლილი ემი უაინჰაუზი 2019 წელს მსოფლიო ტურნეში მიემგზავრება, ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა "მკვდრეთით აღადგინოს" გარდაცვლილი მუსიკოსები, მოდით თანმიმდევრულად გადავხედოთ წარსულს და გავიხსენოთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.


2000-იანების დასაწყისში გარდაცვლილი მუსიკოსები გახდნენ(კურტ კობეინი, სიდ ვიშესი, ჯოუი რამონი)ფეხსაცმლის ბრენდის Dr. Martines-ის სარეკლამო რგოლის გმირები.



შემდეგ იყო 1980 წელს მოკლული ჯონ ლენონის "გაცოცხლება" და ვიდეოთამაშის Rock Band-ის რეკლამაში, ხოლო ავტოკონცერნ Citroën-ის რეკლამაში ჯონ ლენონთან ერთად 1962 წელს გარდაცვლილი მერლინ მონროც მონაწილეობს.



რა თქმა უნდა აღსანიშნავია ოდრი ჰეპბერნიც, რომელიც 2013 წელს შოკოლად Dove-ს რეკლამაში გადაიღეს.



მიმდინარე ათწლეულში ჰოლოგრამულმა ტექნოლოგიამ სარეკლამო რგოლები მიცვალებულების სცენაზე გამოსვლამ და მეტიც, სრულყოფილმა საკონცერტო ტურნეებმა შეცვალა.



2007 წელს სელინ დიონი გამოდის სცენაზე შოუში American Idol და ელვის პრესლის ჰოლოგრამასთან ერთად ასრულებს სიმღერას "If I Can Dream", მაშინ ეს ახალი ხილი იყო, ჰოლოგრამის შექმნას თვეები დასჭირდა და 100 000 დოლარი დაჯდა.

2012 წელს სცენაზე რეპერ Snoop Dogg–თან და Dr. Dre -სთან ერთად 1996 წელს მოკლული 2 pack შაკურიც "გამოვიდა" Coachella- ფესტივალზე, შემდეგ კი მათთან ერთად ტურნეშიც გაემგზავრა.


მომღერალი პრინცი სიცოცხლეში საკმაოდ ნეგატიურად იყო განწყობილი მსგავსი პროექციულ პროქტებზე და იმედი ჰქონდა, რომ მას ეს არ შეეხებოდა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ მისმა ჰოლოგრამამ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად იმღერა დუეტში 2018 წელს.


მოკლედ, გარდაცვლილი მუსიკოსები სულ უფრო აქიტიურად გამოდიან სცენაზე, პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი Billboard Music Awards-ზე წარდგა მსმენელების წინაშე, ხოლო 2012 წელს გარდაცვლილმა უიტნი ჰიუსტონმა კრისტინა აგილერასთან ერთად იმღერა ამერიკული "ვოისის" ფინალში.



2019 წელს მსოფლიო ტურნეში გამეგზავრება 2010 წელს გარდაცვლილი რონი ჯეიმს დიოც, (ექს-Rainbow, Black sabbath, DIO)მანამდე იგი 2016 წელს ცნობილ როკ ფესტივალზე Wacken Open Air-ზე წარსდგა მსმენელების წინაშე.




8
242
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
2018, 9 ნოემბერი, 16:07
რა ვქნა, არ მემეტება სიკვდილისთვის
2018, 9 ნოემბერი, 15:48
კი მახსოვდა რომ ჯექსონის ფანი ხარ,მაგრამ მასე ნამეტნავად ფანი თუ იყავი არ მეგონა ))))
2018, 9 ნოემბერი, 15:40
ამბობენ, არ მომკვდარაო :) და მეც მჯერა.
2018, 9 ნოემბერი, 15:27
რატომ მაინცდამაინც ჯექსონი?იქნებ ამიხსნა?
2018, 9 ნოემბერი, 15:15
სტატია ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯექსონს რა სჭირს საჰოლოგრამო? :)
2018, 9 ნოემბერი, 11:26
)))))
2018, 9 ნოემბერი, 11:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8