x
image
_K_
Mediator image
ღიმილის 9 ტიპი - რა იმალება თითოეული მათგანის უკან

image
ადამიანს შეუძლია, ღიმილი 300 ფუტის (91.44 მეტრი) სიშორიდან ამოიცნოს. ეს ევოლუციური ჟესტია, რომელიც მეგობრის მტრისგან გარჩევას აადვილებს. თუმცა, ღიმილი ეშმაკური რამაა და მისი გაშიფვრა ყოველთვის მარტივი არ არის. ის შესაძლოა გამოყენებული იყოს გრძნობების გამოსახატად, დასამალად და შესანიღბადაც კი.


სტატიაში მე-19 საუკუნეში ნევროლოგ Duchenne de Boulogne-ის კვლევის საფუძველზე გაგაცნობთ 9 ტიპის ღიმილს და გასწავლით, როგორ ამოიცნოთ მათ უკან დამალული ფარული მოტივები.








1. ღიმილი დახურული ტუჩებით

ეს ის ღიმილია, რომელსაც პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ხოლმე. როგორც წესი, ის მიანიშნებს, რომ ადამიანმა რაღაც მნიშვნელოვანი იცის, მაგრამ არ აპირებს, გაგიზიაროთ. ეს ღიმილი მარტივად ამოსაცნობია.

image







2. ცალყბური ღიმილი

როცა ვიღაც შეცბუნებულია, ასე იღიმება. ერთ მხარეს აწეული ტუჩი იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც პოზიტიური შეიძლება მოხდეს, მაგრამ ტუჩის მეორე, დაწეული ნაწილი ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არაა და სანერვიულო მიზეზი არსებობს.

image








3. იძულებითი ღიმილი

ყველას აქვს დღეები, როცა ღიმილის ხასიათზე არ არის, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს ღიმილს, ან ვიღაც არც ისე სასაცილო ხუმრობას ამბობს და სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც ელის თქვენგან. ასეთ ღიმილს იძულებითი ღიმილი ჰქვია და იმით ამოიცნობა, რომ მიუხედავად ტუჩების ღიმილისა, თვალებში ნაპერწკალი არ ჩანს.

image








4. ბუნებრივი ღიმილი

კბილების დაკრეჭა და თვალების გარშემო გაჩენილი ნაოჭები ბუნებრივი ღიმილის აშკარა ნიშნებია. ის თქვენს ბედნიერებას ააშკარავებს. ეს ღიმილი გადამდებიცაა, ბუნებრივი ღიმილის დროს თქვენ გარშემო ყველას ეღიმება.

image








5. დამცინავი ღიმილი

ამ სახის ღიმილი რთული მისახვედრი არაა; ოდნავ მომღიმარი ტუჩებისა და თვალებში გამოხატული ნეგატივის (ზოგჯერ სიძულვილის) წყალობით მას აუცილებლად ამოიცნობთ. ამ ღიმილს ხშირად იყენებენ ნარცისები (საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები).

image








6. ამაყი ღიმილი

მჭიდროდ მოკუმული ტუჩები და ერთ მხარეს მეტად "გაწეული" ტუჩები ამ სახის ღიმილის დამახასიათებელი ნიშნებია. შეიძლება ეს ღიმილი გამოხატავდეს ქედმაღლობას ან კმაყოფილებას. ზოგჯერ "ამაყ ღიმილს" გამიზნულად იყენებენ საფლირტაოდაც.

image








7. ღიმილი ღია პირით

როგორც წესი, ამ ღიმილს ფოტოგრაფებისა და სელფებისთვის იყენებენ ხოლმე. რეალურ ცხოვრებაში ის ნაკლებად შეგხვდებათ, მაგრამ თუ შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ უსაზღვრო ბედნიერებას გამოხატავს.

image








8. კეკლუცი ღიმილი

ეს ღიმილი ჰგავს ამაყ ღიმილს, მაგრამ შეიძლება ტუჩზე კბენა ან ენით შეხება დაემატოს. ეს მისტიური, სექსუალური და გამომწვევი ღიმილია, რომელიც ადამიანს საპირისპირო სქესის თვალში უფრო მიმზიდველს ხდის.

image








9. სტიუარდესას ღიმილი, ე.წ. the Pan Am smile

ეს ყველაზე ყალბი ღიმილია. სახელი ავიაკომპანია The Pan Am-ის სტიუარდესების გამო დაერქვა, რომლებსაც სპეციალურად ასწავლიდნენ კლიენტებთან ღიმილს. ამ ჟესტის დროს პირი ფართოდ იღიმის, კბილებიც ჩანს, მაგრამ თვალები უგრძნობი და მკაცრი რჩება. სტიუარდესას ღიმილი გრძნობებს არ გამოხატავს და მხოლოდ პროფესიულია.

image





p.s. ენ ჰეთეუეის ღიმილი ყველაზე ლამაზ ქალის ღიმილად დასახელდა მსოფლიოში.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

image


2. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან

image


3. 20 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ

image

0
326
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0