x
image
პროფესორი
ნიკა გვარამიას სკანდალური აღიარება -"ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა"
image

მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მწამს, ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაინც ვიტყვი, ოღონდ არც მთავრობის, არც რომელიმე უწყების, არც რომელიმე ხელმძღვანელის ნაცვლად ლაპარაკს არ ვაპირებ.

7 ნოემბერი (მოვლენები და არა დარბევა, ცხადია. ეს გადაწყვეტილება პროკურატურაში არ მიიღებოდა) ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. დროა ვთქვა ჩემი და არა კოლექტიური სახელით - ასეთი შეცდომა (მთელი წყება) არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია. ანთებული ვიყავი, დარწმუნებული, რომ კვლავ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ ჩემ თვალწინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ ვქენი (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა მექნა. ანთებული მდგომარეობა, კიდევ, არ არის კარგი სახელმწიფო მოხელისთვის, მით უფრო, სამართალდამცავისა და ძალოვანისთვის, ვინც სულ ცივსისხლიანი უნდა იყოს. ახლა ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.


ოღონდ არა იმედის ნაწილში, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, ლამის ხარაკირი გავიკეთე თავის დროზე ამის ნიადაგზე. რაც ჩემია, ჩემია. იმედის დარბევაზე პასუხისმგებლობა ამ რიგს არ განეკუთვნება.



ოღონდ ესეც უნდა ვთქვა: 7 ნოემბრის ფაქტის მერე, ნაცემივით იყო ყველა, ვისაც ვიცნობდი - გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ჩვენი ამომრჩევლიდან. ერთადერთი ადამიანი მეგულება ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი მაშინდელ საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მეგონა, რომ ბადრი რომ მოიშორა, მისი მთავარი მტერი, იმიტომ. ახლა ვიცი, ჩათვალა ორივე მოიშორა - მიშაც და ბადრიც, და იმიტომ. მაშინ უკვე იცოდა, რას იზამდა 2011 წელს.

image

1
437
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
437
  
2018, 9 ნოემბერი, 12:06
შენა ხარ მძორი, შენი ხელები ქართველების სისხლითაა დასვრილი.
კერძო ტელეკომპანიის დაქირავებული დირექტორი, რომელმაც ტელევიზია პარტიულ საკუთრებად აქცია.
ამიტომაც გეძახიან საზოგადოებაში "ერორი2"-ს!!!
0 1 1