x
მეტი
  • 20.11.2018
  • სტატია:82930
  • ვიდეო:334270
  • სურათი:440604
მხოლოდ 2 ტიპის ადამიანი არსებობს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?

image

იცით თუ არა, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ორი ტიპის ადამიანი არსებობს? ყოველ ზოდიაქოს ნიშანის თავისი უნიკალური თვისება აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნის მქონე ყველა ადამიანს ყველა ეს თვისება ექნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უმეტესობას შეამჩნევთ. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის დამახასიათებელ თვისებებს არ ფლობენ და ამას თავისი მიზეზი აქვს.

დაბადების თარიღის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ორი ტიპის ადამიანი გამოიყოფა. ამასთან, პირველს შეიძლება ზოდიაქოს ნიშნისათვის დამახასიათებელი ტიპური ადამიანი ვუწოდოთ, ხოლო მეორე ტიპი თავს უფრო განსხვავებულად გამოავლენს.

ვერძი

ვერძი, ტიპი 1: ხმაურიანი, აგრესიული, ნებისმიერ კამათში გამარჯვებული

პირველი ტიპის ვერძი დაბადებულია ლიდერად, ხელმძღვანელად და ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად. ასეთი ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ყოველთვის ნებისმიერ დავაში გამარჯვებული გამოდის. ის აბსოლუტურად პირდაპირია და ხრიკებს ან რაიმე მანიპულაციებს არ გამოიყენებს. მას ეს უბრალოდ არ სჭირდება: ის იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება, პირდაპირი მოქმედებით. და ხშირად მართალიც არის.

ეს ყველაზე ხმამაღალი ადამიანები არიან ნებისმიერ კომპანიაში, ყველაზე აგრესიულები სურვილებში და ყველაზე პროდუქტიულები, რომლებიც ოდესმე გინახავთ.

ვერძი, მე-2 ტიპი: სიცოცხლის მოყვარული და მხიარული, მაგრამ მაინც ნებისმიერ დავაში იმარჯვებს

მეორე ტიპის ვერძიც პირდაპირია, მაგრამ ცდილობს სასურველს უფრო ელეგანტურად მიაღწიოს. და ყველაფერი იმიტომ, რომ ის ნაკლებად აგრესიულია. კედლების თავით გატეხის ნაცვლად, ის ღიმილით და ქარიზმატულულობით დაგიპყრობთ, რომელიც მას სასურველის მიღწევაში ეხმარება.

ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპტიმისტია, მაგრამ მათი არდაფასება არ ღირს. მათაც პირველი ტიპის ვერძის მსგავსად, სასურველის მიღწევა შეუძლიათ, უბრალოდ ამას უფრო მეგობრულ ფორმაში აკეთებენ.


კურო

კურო, 1-ელი ტიპი: მშვიდი და ცოტა ზარმაცია, კარგი მსმენელი

ორივე ტიპის კუროები არიან ადამიანები, რომელთა ჩახუტებაც ნებისმიერ ადამიანს გაათბობს და ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან, როცა დაგჭირდებათ. თუმცა იმ ტიპის ადამიანები არიან, რომლებიც დინებას მიჰყვებიან და ნებისმიერ სიტუაციას მშვიდად ღებულობენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტიპის კუროს დიდ წრეში გართობა შეუძლია, უფრო მოდუნებულ ატმოსფეროში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

გარდა ამისა, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი კულინარიულ კერძებს ყველაზე კარგად ამზადებს, საკუთარი თავის მოვლა შეუძლია, მაგრამ საკმაოდ ზარმაცია.

კურო, მე-2 ტიპი: სილამაზის განსახიერება

მეორე ტიპის კურო, როგორც წესი, ცოტათი უფრო განებივრებულია, რადგან შესანიშნავ გარეგნობას ფლობს. მაგრამ ყოველ სახლის მოყვარულ კუროს მოეძებნება სხვა კურო, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება და მოდურ და ძვირად ღირებულ ტანსაცმელს იცვამს.

ასეთ კუროებს თანდაყოლილი სტილის გრძნობა აქვთ და ბევრი ადამიანისთვის მიბაძვის მაგალითს წარმოადგენენ.

პირველი ტიპისგან განსხვავებით, რომელიც უფრო მშვიდი და ინტროვერტულია, მეორე ტიპი დიდ წრეში თავს შესანიშნავად გრძნობს და სურვილების ასრულებისთვის ყოველთვის მზად არის.


ტყუპები

ტყუპები, 1-ელი ტიპი: ქამელეონი განვითარებული ენამახვილობით

ტყუპების ეს ტიპი ნებისმიერ სოციალურ სიტუაციას ადვილად უმკლავდება და კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს. მათ გარშემო ყოველთვის თანამოაზრეები არიან. ისინი ნამდვილი ექსტრავერტები არიან, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აქვთ კომპლექსები.

პირველი ტიპის ტიპური წარმომადგენელი ნებისმიერ სიტუაციას ერგება, რადგან ერთდროულად რამდენიმე პიროვნების განსახიერება შეუძლია. ის იდეალური შუამავალი არის, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების როლს თავს შესანიშნავად ართმევს.

ტყუპები, მე-2 ტიპი: ადამიანები განწყობის ხშირი ცვლილებით, რომელთაც ჩახუტება სჭირდებათ

ტყუპების მე-2 ტიპი ასევე კომუნიკაბელურია და ხალხს ადვილად ეწყობა, მაგრამ რთულად ადაპტირდება. ბევრი მათგანი იტანჯება სოციალური ფობიით და განწყობის ხშირი ცვლილებით. თუ პირველი ტიპის ტყუპი თავის ორსახოვნებას სიტუაციის მიხედვით იყენებს, მეორე ტიპში ორსახოვნება განწყობაში გამოიხატება.

თქვენ არასდროს იცით, თუ როგორი რეაქცია ექნება მე-2 ტიპის ტყუპს. ამასთან, უფრო ინტროვერტია დაბალი თვითშეფასების პრობლემის გამო და ხშირად ძლიერი ჩახუტება სჭირდება.


კირჩხიბი

კირჩხიბი, 1-ელი ტიპი: მზრუნველი და ემოციური, ცოტათი საკუთარ თავში თავდაუჯერებელი

კირჩხიბის ტიპური წარმომადგენელი - ეს მზრუნველი მეგობრის განსახიერებაა. ის ყოველთვის შეგახსენებთ, რომ თქვენ უნდა თბილი ქუდი დაიხუროთ ან ლანჩი მოამზადოთ. 1-ელი ტიპის კირჩხიბს შეიძლება ცოტა თავდაჯერებულობა აკლდეს, რადგან თავის გრძნობებს არ მალავს.

ისინი ძალიან ემოციურები არიან და სხვებს ყოველთვის ეჩვენებათ, რომ მათ დაცვა სჭირდებათ, თუმცა კირჩხიბი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვებს ჰგონიათ.

ამ ტიპის კირჩხიბი მზად არის, ოჯახისა და ახლობლებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ისინი ემოციური ადამიანები არიან, ადვილად შეუძლიათ ტირილი.

კირჩხიბი, მე-2 ტიპი: ცხოვრებაში თუ არასდროს გიტირიათ, კირჩხიბი ტირილს გაიძულებთ

მეორე ტიპის კირჩხიბი ძალიან ემოციურია, მაგრამ მოკვდება და სხვის თვალწინ არ იტირებს. ის სხვების მიმართ ზედმეტად ზრუნვისკენ მიდრეკილი არ არის და ოდნავ შეიძლება სასტიკიც იყოს. მას არ შეეცოდებით, როცა თქვენ ცრემლებად იღვრებით, უფრო ძლიერად დაგარტყამთ, რომელიც მისი აზრით, იმ მომენტში უფრო გჭირდებათ.

უფრო ტირილს გაიძულებენ, ვიდრე ერთ ცრემლს მაინც დამარხავენ. ამ ტიპის კირჩხიბთან ურთიერთობა ადვილი არ არის. მაგრამ მათ უხეშებად ნუ ჩათვლით. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ ხალხმა არასწორი არჩევანი გააკეთოს. მათი სიკეთე ხშირად ბევრად მკაცრი ჭურვის ქვეშ იმალება.


ლომი

ლომი, 1-ელი ტიპი: თავი სამყაროს ცენტრი ჰგონიათ, მაგრამ საკმარის ყურადღებას ვერ ღებულობენ

ლომის პირველი ტიპი ყოველთვის მზისქვეშეთში საკუთარ ადგილს ეძებს და მზად არის, სასურველის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. მას სურს სცენაზე ბრწყინვალება, სამყაროს ცენტრში ყოფნა და ამისთვის საკმაოდ ნათელ და მიმზიდველ პიროვნებას ფლობს.

არ შეიძლება მათ ეგოისტები ვუწოდოთ, მაგრამ საკუთარი თავის ფასი იციან და იმედოვნებენ, რომ სხვები ამას გაიგებენ.

ზოგადად, 1-ელი ტიპის ლომები ცხოვრობენ იმედით, რომ საკუთარ ვარსკვლავურ საათს მიაღწევენ და ამ მიზნისთვის ბევრს შრომობენ. ზოდიაქოს სხვა, უფრო თავშეკავებულ ნიშანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ისინი ცოტათი დამღლელები არიან, აი სხვები კი, მისით აღფრთოვანებულები არიან.

ლომი, მე-2 ტიპი: სინამდვილეში სამყაროს ცენტრია, მაგრამ სურს რომ მას თავი დაანებონ

მეორე ტიპის ლომი პირველი ტიპის საპირისპიროს წარმოადგენს. თუ 1-ელი ტიპი ვარსკვლავურ საათს ელოდება, რომელიც ჯერ მიუღწეველია, მე-2 ტიპი ნამდვილი სამყაროს ცენტრი, ვარსკვლავების მეფეა, მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიპყრობა არ სურს.

ის თავიდან იცილებს ბრბოს და მარტო, მშვიდად ყოფნა ურჩევნია. მაგრამ, როგორც კი მშვიდი და წყნარი ცხოვრების მოწყობას გადაწყვეტს, მათ განცხრომას რაღაც ხელს უშლის და ის კვლავ ყველას ყურადღების ცენტრში ექცევა. მეორე ტიპის ლომს სამყაროში უბრალოდ თავისი ადგილი სჭირდება.


ქალწული

ქალწული, 1-ელი ტიპი: ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი

პირველი ტიპის ქალწული არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანს შეგახსენებთ. ის ყოველთვის მიგიყვანთ იქ, სადაც გჭირდებათ, თქვენზე იზრუნებს, თუ ავად ხართ, ან სახლიდან გადასვლის დროს დაგეხმარებათ.

მათგან ემოციურ მხარდაჭერას არ ელოდოთ. მათ მხარზე ტირილს ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ მას რჩევისთვის მიმართავთ, გირჩევთ, ცხოვრებას გადახედოთ, გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდეთ ან პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ.

ქალწული, მე-2 ტიპი: საკუთარ ტელეფონს საათობით უყურებენ

მეორე ტიპის ქალწული ასევე პრაქტიკულია, მაგრამ საკუთარი ცხოვრების გარდა ნებისმიერი სიტუაციის გაკონტროლება შეუძლია. მათ თქვენთვის პრაქტიკული რჩევა ყოველთვის ექნებათ, მაგრამ საკუთარ რჩევებს არასდროს იყენებს და ისეთ სიტუაციაში ხვდებიან, რომელშიც ყოფნა არ სურს.

მეორე ტიპის ქალწული უფრო ხშირად არ აკვირდება ისეთ დეტალებს, რომელთაც 1-ელი ტიპის ქალწული ადვილად შეამჩნევდა. მაგრამ მეორე ტიპს თავისი ძლიერი მხარე აქვს: ისინი სწრაფად და მარტივად ქმნიან ადამიანზე აზრს. ადამიანებში იშვიათად ცდებიან. მათი პრაგმატიზმი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში გამოვლინდება.


სასწორი

სასწორი, 1-ელი ტიპი: სხვების აზრი არ აინტერესებს, შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაში დაგაეჭვონ

სასწორი, 1-ელი ტიპი: ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირება შეუძლია, დაჯერების უნარს ფლობენ და ენამახვილები არიან. დიდ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას და სილამაზეს უთმობენ, ცდილობენ, ყველა სიტუაციაში მიმზიდველი იყვნენ. სწორედ ამიტომ, სასწორის ამ ტიპს ყოველთვის თაყვანისმცემელი ჰყავს. არაა აუცილებელი რომანტიული ხასიათის თაყვანისმცემელი. ისინი ყოველთვის წარმატებული საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ქმნიან და ამიტომ ბევრი ადამიანი რჩევისა და შთაგონებისთვის მიმართავს.

სასწორი მე-2 ტიპი: უყვართ სახლში ყოფნა, ფილმების ყურება

მეორე ტიპი უფრო ინტროვერტია და გარეგნობას ასე ძალიან არ აქცევს ყურადღებას. ისინი უფრო სახლში კომფორტულად მოეწყობიან და ფილმებს უყურებენ, ვიდრე წვეულებაზე წავლენ.

სასწორის ეს ტიპი ყოველთვის ბევრ რამეზე ყურადღებას ამახვილებს და იცის უფრო მეტი, ვიდრე გარედან ჩანს. ისინი ქარიზმატულები არიან, რაც გარშემომყოფებს იზიდავს.


მორიელი

მორიელი, 1-ელი ტიპი: ძალიან დაძაბული და ღრმა, სხვების მას ბოროტების განსახიერებად მიიჩნევენ

პირველი ტიპის მორიელი არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველას. ისინი ამბიციურები არიან, ხოლო მათი გულწრფელობაც ზოგჯერ შიშის მომგვრელია. მასთან დამეგობრებულ პირებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, - ხომ არ არიან ისინი ჯოჯოხეთის განსახიერება?! ასეთი კითხვები მორიელის იდუმალებით მოცული ბუნების გამო ჩნდება.

ამ ნიშნის ადამიანს თვითგანადგურება ახასიათებს. ამასთან, მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, რომ სასურველს მიაღწიონ. ხშირად რთულ სიტუაციაში ვარდებიან, რომლებიც ჯობს, რომ თავიდან აიცილონ.

ამავე დროს, ამ ტიპის მორიელი ძალიან ერთგული და შესანიშნავი მეგობარია, თუმცა მეგობრების არჩევას შერჩევითობის პრინციპით უდგება.

მორიელი, მე-2 ტიპი: ადამიანები შესანიშნავი იუმორის გრძნობით, რთულ სიტუაციებში გაგამხნევებენ

მორიელის მეორე ტიპი პირველს ჰგავს, ოღონდ ძალიან დაძაბული არაა და არ ცდილობს, ასეთი იყოს. ამის ნაცვლად, სხვებს გონებამახვილობით იზიდავს.

აღსანიშნავია, რომ მორიელის იუმორის გრძნობა სპეციფიკურია და ნებისმიერი ადამიანის გრძნობას ადვილად შეუძლია ზიანი მიაყენონ. თუმცა მას უფრო მეტად შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა. მასთან ურთიერთობას ადვილს ვერ უწოდებთ.

ასეთ მორიელს განწყობის ამაღლება შეუძლია.


მშვილდოსანი

მშვილდოსანი, 1-ელი ტიპი: მუდმივად მოგზაურობს და ფიქრობს, რომ ცხოვრების აზრი ესმის

მას ძალიან იზიდავს მოგზაურობა და მთელი სამყაროს შემოვლა სურს, ცდილობს, ყოველგვარი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. სწორედ ასე ფიქრობენ, რომ ცხოვრების აზრს იპოვიან. ამ ტიპის მშვილდოსანს ყველაფერი ადვილად ბეზრდება. მათ ერთ ადგილას გაჩერება უჭირთ და ქორწილს და ხანგრძლივ ურთიერთობას ცეცხლივით გაურბიან.

სხვა ადამიანებს ასეთი ქცევა უცნაური ეჩვენებათ, მაგრამ თავად ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თავისუფლების დათმობას არ აპირებენ. სავარაუდოდ, კიდევ ერთ მოგზაურობაში გადაეშვებიან, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ.

მშვილდოსანი, მე-2 ტიპი: ხშირად დაუფასებელი, სინამდვილეში ცხოვრების აზრი იცის

მშვილდოსნის მეორე ტიპს პასუხისმგებლობის უფრო ნაკლებად ეშინია. თუმცა მოგზაურობა მათაც უყვართ, მათთვის ეს მოვლენა პრიორიტეტული არაა. უფრო სიმართლის ძიებაზე არიან კონცენტრირებულნი, მაგრამ სამყაროს შემოვლის გარეშე, საკუთარ ადგილას ყოფნით.

მშვილდოსნებს ხშირად არ აფასებენ. რადგან მათ გაუგებარ ადამიანებად თვლიან. ისინი ნაკლებად ცდილობენ იპოვონ ცხოვრების აზრი, და ბოლოს თავისთვის ნახულობენ. ეს მშვილდოსნები სერიოზულ ურთიერთობებს ადვილად იწყებენ, რადგან პოულობენ იმას, რისთვისაც ცხოვრება ღირს.


თხის რქა

თხის რქა, 1-ელი ტიპი: ცხოვრობენ სამსახურში, მათ მხოლოდ ახლობლები ჰყავთ, მაგრამ არა მეგობრები

ამ ტიპის თხის რქა ყველაზე მიზანდასახული ადამიანი არის. ის ტრადიციულია, მთელ ენერგიას სამსახურში ხარჯავს. ადამიანებს ნაკლებად აფასებენ. მეგობრებს მათი სარგებლის მიხედვით ირჩევენ ან იმის მიხედვით, თუ რისი მიცემა შეუძლიათ თავად.

თხის რქა, მე-2 ტიპი: მოსიყვარულე, საუკეთესო ჩახუტებს მომცემი

მეორე ტიპის თხის რქა შრომისმოყვარეა. მისი ამბიცია უფრო სხვა სფეროში გამოვლინდება. ამ თხის რქას ხალხთან ურთიერთობა უფრო უყვარს, ნაკლებად სერიოზულია და მშრალი, მაგრამ განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს.

მათთან სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ ან კონკრეტულ სიტუაციაში გამამახნევებელი ჩახუტება შეიძლება მიიღოთ.

ეს თხის რქა სამუშაოზე უარს არ ამბობს, მაგრამ თავს უფრო მეტი დასვენების უფლებას აძლევს და შესაძლებლობის მიხედვით მომხიბვლელი უსაქმური შეიძლება ვუწოდოთ.


მერწყული

მერწყული, 1-ელი ტიპი: საშუალოდან მაღალი სიდიადის მანია, მოსიარულე ენციკლოპედია

პირველი ტიპის მერწყულს ღრმა ცოდნა აქვს, რის გამოც ცოტათი ამპარტავანია. თუ რაიმე ინფორმაციის გადამოწმება გსურთ და ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ, შეგიძლიათ თამამად მერწყულს მიმართოთ, რომელიც ნებისმიერი ფაქტის შესახებ გიამბობთ.

ნებისმიერი ტიპის მერწყული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ექსცენტრიული წარმომადგენელია, მაგრამ პირველი ტიპი მეტ-ნაკლებად.

ასევე მერწყულს შეუძლია ემოციურად გამოგეყოთ, მხოლოდ ინტელექტუალურ საკითხებში ჩაგერთოთ. საკუთარ ემოციებს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს აჩვენებენ.

მერწყული, მე-2 ტიპი: უცხოპლანეტელები სხვა პლანეტიდან

ყველაზე უჩვეულო ადამიანები, რომლებიც ოდესმე შეგხვედრიათ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტი მერწყულის სავიზიტო ბარათია, მეორე ტიპის მერწყული არასტანდარტული პიროვნებაა.

ამ ტიპის მერწყული ყოველდღე სხვადასხვანაირად იქცევა და მათგან ყოველთვის საოცრებას უნდა ელოდოთ. ამ მერწყულებს კარგი განზრახვა აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებს აფასებენ, საკუთარ თავს არასდროს ღალატობენ.

მეორე ტიპის მერწყულები მეგობრების შეძენას უფრო ადვილად ახერხებენ, რადგან უფრო გულახდილი და პირდაპირები არიან. ისინი ყოველთვის თავისებურად იქცევიან და მაშინაც კი, თუ სხვებს მათი მიღება არ შეუძლიათ, მათ ეს არ აინტერესებთ.


თევზები

თევზები, 1-ელი ტიპი: ჰიპერმგრძნობიარე და მეოცნებე

პირველი ტიპის თევზი ნამდვილი მეოცნებეა, რომელიც ყოველთვის არასტანდარტულად ფიქრობს და იდეებს იგონებს, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს განხორციელდება. ისინი ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშნები არიან. მაგრამ წყლის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ზოგჯერ საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შეუძლიათ.

პირველი ტიპი უფრო შემოქმედებითი ადამიანია, რომელიც მთელ ცხოვრებას აბსტრაქტულ იდეებს უთმობს. სხვათა შორის, ეს თევზები ძალიან კეთილები და ლამაზები არიან.

თევზები, მე-2 ტიპი: ყველაზე დაუნდობელი, რომელიც ოდესმე გინახავთ

ზოდიაქოს ყველაზე ეშმაკი ადამიანი. ბევრი მორიელს და თხის რქას ყველაზე მკაცრ, საშინელ და ამბიციურ ადამიანად თვლის, მაგრამ მეორე ტიპის თევზები მათ აჭარბებს.

ისინი, ასევე ემოციურები არიან, მაგრამ არც ისე კეთილები და საყვარლები, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვებს და სხვადასხვა მანიპულაციებს ოსტატურად იყენებენ და შეუძლიათ ყველაზე უარყოფითი ემოციები გამოიწვიონ და თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ.

ასე რომ, თუ თქვენს გარემოცვაში არასდროს ყოფილა თევზი, რომელიც შემოქმედებით და ემოციურობით არ გამოირჩევა, გახსოვდეთ, ამ ტიპის თევზს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ზურგში ლახვარი ჩაგცხოთ.

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0