x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82968
  • ვიდეო:334282
  • სურათი:440636
ცნობილი სახეების ყველაზე იდუმალი 9 შემთხვევა, რომელიც დღემდე არ გახსნილა

image

საზოგადოებრივი მოღვაწეობა დიდ გავლენას ახდენს ცნობილი სახეების ცხოვრებაზე. ზოგი დიდების სხივებში ბანაობს, სხვები გამაღიზიანებელ ყურადღებას აღიქვამენ, როგორც თავიანთი ტალანტის შედეგს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები ყოველთვის პაპარაცებისა და გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. ისეთი ინტიმური მომენტიც კი, როგორიც სიკვდილია, აღიქმება ინფორმაციულ მოვლენად.

1. მერილინ მონრო, 1926-1962

დღემდე, მერილინ მონროს ტრაგიკული სიკვდილი მრავალმხრივი კამათის მიზეზია. ლეგენდარული მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს, მას ხელში ტელეფონის ყურმილი ეკავა. ოფიციალური ვერსიით, მერილინ მონრო გარდაიცვალა ბარბიტურატის მოწამვლის გამო. მაგრამ ძველი ჰოლივუდის მსახიობის გულშემატკივრებს შორის არსებობს ხმები, რომ მსახიობი ძმები კენედების ბრძანებით მოკლეს. ყოველივე ამას ადასტურებს სხეულის უცნაური მდებარეობა და კრუნჩხვებისა და პირღებინების ნარჩენების არარსებობა (ბარბიტურატის მოწამვლის დამახასიათებელი ნიშანი), რაც მკვლელობაზე მიუთითებს.


image


2. ანდრეი პანინი, 1962 - 2013 წ


ხუთი წლის წინ, პოპულარული რუსი მსახიობი ანდრეი პანინი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მიიჩნევა თავის ტრავმა. მსახიობი სავარაუდოდ დაეცა აივანზე და დაცემის დროს თავი დაარტყა. მაგრამ მოწმეები აცხადებენ, რომ ანდრეი პანინის სისხლი ყველგან იყო, ხოლო თავზე მრავლობითი ჭრილობა და შუშის ნამსხვრევები ჰქონდა, სხვა ჭრილობები კი ბლაგვი ობიექტის დარტყმის მსგავსი იყო. თუმცა, ანდრეი პანინის კრიმინალური მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა დანაშაულის არარსებობის გამო.

image


3. პრინცესა დიანა, 1961-1997


პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში. პრინცესას მანქანა დაეჯახა ხიდის ბეტონის საყრდენს, რადგან ის შევიდა გვირაბში მაღალი სიჩქარით (მძღოლი დილობდა გაჰქცეოდა პაპარაცების დევნას). თუმცა, არსებობს ბევრი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს შემთხვევა შემთხვევითი არ არის. ასე მაგალითად, უბედური შემთხვევის დროს არ მუშაობდა არც ერთი მიმდებარე სათვალთვალო კამერა, ალკოჰოლი მოგვიანებით იპოვეს მძღოლის სისხლში და პაპარაცი, რომელმაც ავარიის პროვოცირება მოახდინა, იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია ისაა, რომ ლედი დის გარდაცვალება უსაფრთხოების სამსახურებმა გააყალბეს. სამეფო ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ რძალი პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცოდა და უბრალოდ ვერ დატოვებდნენ ცოცხალს.


image

4. ვიქტორ ცოი, 1962-1990


ვიქტორ ცოის გარდაცვალებამ არ დატოვა გულგრილი მილიონობით თაყვანისმცემელი. 1990 წლის 15 აგვისტოს, ჯგუფ "კინო"-ს ლეგენდარული მუსიკოსი შემთხვევით გარდაიცვალა. მისი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, ვიქტორ ცოი კი ადგილზე გარდაიცვალა. გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის მოწყობილი რეჟიმის კრიტიკის გამო.


image

5. ჯიმ მორისონი, 1943-1971


მუსიკოსი და ჯგუფის "დორსი" წამყვანი ვოკალისტი ჯიმ მორისონი საფრანგეთში 1971 წლის 3 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა. შემდგომში განიხილებოდა ბევრი ვერსია - ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებიდან თვითმკვლელობამდე. ასევე საუბრობდნენ დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის უკან ამერიკულ დაზვერვა იდგა. ეს არის უახლესი ვერსია, რომელიც ძალიან პოპულარულია მორისონის თაყვანისმცემლებში. მათი თქმით, ФБР ამგვარად ებრძოდა ჰიპებს, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.


image

6. იგორ ტალკოვი 1956-1991


1991 წელს ყველა საუბრობდა და წერდა იგორ ტალკოვის გარდაცვალების შესახებ, რადგან იმ დროისთვის ის იყო ყველაზე პოპულარული ესტრადის ვარსკვლავების ათეულში. იგი დახვრიტეს კონცერტის დირექტორ ვალერი შლიფმანთან და იგორ მალახოვთან კამათის დროს. სწორედ მეორეს ასახელებდნენ მთავარ ეჭვიმიტანალად საქმეში და კიდევ ეჭვმიტანილი იყო მომღერალ აზიზის მცველი. იმ დროს ვრცელდებოდა, რომ მომღერალ აზიზის ჰქონდა რომანი ტალკოვთან. დღემდე იგორ ტალკოვის მკვლელის ვინაობა არ არის დადგენილი.image


7. ელვის პრესლი, 1935-1977


ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ელვის პრესლი გარდაიცვალა დამამშვიდებელის ორმაგი დოზის მიღები გამო. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც. სავარაუდოდ, უფრო დამაჯერებელია ნარკოტიკები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ როკენ-როლის მეფემ ინსცენირება მოაწყო სიკვდილის, რათა სიცოცხლე ნულიდან და სუფთა ფურცლიდან დაეწყო საზოგადოების დიდი ყურადღების გარეშე. ბოლო ვერსია დადასტურებულია იმით, რომ არ არსებობს ელვისის სიკვდილის დამადასტურებელი ფოტო.image


8. მურატ ნასიროვი, 1969-2007


მურატ ნასიროვის გარდაცვალების შემთხვევაც ბუნდოვანია. ტრაგედიის ოფიციალურ ვერსიად ითვლება თვითმკვლელობა. მსახიობი მე -5 სართულიდან გადმოვარდა თავისი ფოტოსურათით ხელში და კამერით კისერზე. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მურატ ნასიროვს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგეს.


image


9. ბრიუს ლი, 1940-1973


დღემდე, დიდი კამათია ლეგენდარული მსახიობის, ბრიუს ლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბრიუს ლი ტრაგიკულად გარდაიცვალა, როდესაც იგი მხოლოდ 32 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, თავის ტკივილის აბებია, რომელიც თავის ტვინის შეშუპებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მის სიკვდილში ჩინური მაფიის ხელი ურევია. არავინ იცის, რა არის ჭეშმარიტება.


image

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0