x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
შანხაი - ჩემი მოგზაურობა ჩინეთში

imageმათთვის, ვინც პატარა ქვეყანაში ცხოვრობს და ხალხმრავლობა ევროპის ცენტრალურ უბნებში უნახავს და ისიც ღირსშესანიშნაობებით დატვირთულ ქალაქის ცენტრში, აუცილებლად გაოცდება შანხაის შუქნიშნებთან შეგროვილი ადმიანების მრავალრიცხოვნობით, ამ ქალაქში ფეხით მოსიარულე ადამიანთა სიმრავლით.

image

ეს იყო გასაოცარი სანახაობა, თითქოს ერთი ქალაქი იდგა ქუჩის ერთ ნაწილში და მწვანეზე გადმოსულებმა დაცალეს ქალაქის ნაწილი. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტია, რომელიც ავტობუსიდან შევნიშნე. როდესაც ამ დიდი ტალღის ნაწილი ხდები, რამდენიმე გრძნობა ერთდროულად გეუფლება; ამ გუნდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს იხილავ და გრძნობ, რომ შენც სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. და, აუცილებლად ფიქრდები იმაზე, რა სიმყუდროვე და სიმშვიდეა შენს ქალაქში, რომელიც მანამდე არცთუ ისე გაკმაყოფილებდა მისი ყოველდღიურობით.

თავიდან გეჩევენება, რომ აქ ცხოვრებას ვერასოდეს შეძლებდი. სწრაფად მოძრავ ტალღას სტატიკური კადრებიც ანაცვლებს და განსაკუთრებით მაღაზიების წინ გამწვანებებთან ჩამომჯდარ წყვილებს, ოჯახებს ან მატროდ მჯდარ ასაკოვან ხალხს შენიშნავ და გგონია, საერთო დინამიკას ეს სულაც არ უხდება, მით უფრო რომ უეცრად, ფეხით მოსიარულეთა სივრცეში პატარა, ფერადი ტრამვაი ჩაიქროლებს, რომლითაც ალბათ სამსახურისკენ მიმავალი მცხოვრებლები მიიჩქარიან. მხოლოდ ფოტოს გადაღებას ასწრებ და იმის გამო, რომ მუდმივად სავსეა, სწრაფად გაცვლი ტრამვაით მოგზაურობას მუზეუმის რიგში დგომაზე.

image

როგორც ტურისტი, რა თქმა უნდა, ცენტრალური ქუჩების მონახულებას ასწრებ და ქალაქზე მხოლოდ ერთაზროვან შთაბეჭდილებას გიზიარებთ მეც, რადგან მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებივით, სათუოა, იქაც საკმარისად ბევრ მოუწესრიგებელ სირცეს, ქუჩაში ხელგაშვერილ ადამინს და ტკივილისა და დარდისგან შეწუხებულ მცხოვრებს ნახავ.

imageimageimage
ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ან თუნდაც კვირების განმავლობაში, თუ შენი ვიზიტი საქმიანია, როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტესად წარმოსაჩენად შესაფერისი გარემოს აღქმა გიწევს. კარგ სასტუმროში ხარ, ფანჯრებიდან საუკეთესო ხედია, მომსახურე პერსონალი ღიმილიანი და სატრანსპორტო მომსახურებაც თუ შედის ვიზიტის ფარგლებში - მთლად აარიდებ თავს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს დღის განმავლობაში - საცობებს.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური ქუჩების მიუხედავად შესაძლებელია რამდენიმე სიტყვიანი მარაგის მქონე ინგლისურის არმცოდნე, მაგრამ დაჟინებულმა გამყიდველმა გამოგიჭიროთ და შემოგთავაზოთ მაღაზიებში გამოტანილი საქონლის მსგავსი ნივთების ბევრად უფრო იაფად შეძენა და, აი აქ არის ნამდვილი ჩინური ტრადიციის აღმოჩენა შესაძლებელი. რამდენიმე მეტრიანი, ფართო ქუჩებიდან უცებ შეუხვევთ მარჯვნივ, მერე ახვალთ კიბეზე, შემოუხვევთ ისევ მარჯვნივ, აღმოჩნდებით სადარბაზოში, სადაც ქალაქის ხმაური უკვე აღარ აღწევს, აუყვები ვიწრო კიბეებს, რომლის ბოლოში სახლის შესასვლელ კართან გაზქურა დგას და ზედ წყალი დუღდება და გულში უცნაური გრძნობა გაგივლის - იქნებ უკან მიბრუნდე, მაგრამ გამყოლი მთელი მონდომებით აგრძელებს გასაყიდი პროდუქციის რეკლამირებას და, როგორც კი კარს აღებს, შენ წინაშე იშლება ფერადი სივრცე, ვიწრო, მაგრამ მაღაზიისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით, მათ შორის დამახასიათებელი ჩინური სურნელებით, რომელიც შემდგომ სამუდამოდ გრჩება მოგონენებში. ჩვენთვის ყველა იმ ნაცნობი პროდუქციით, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არსებობს მეტად თუ ნაკლებად. image
და ერთსაც დავამატებდი, რომ ჩემი მოგზაურობებიდან ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც საკვების განსხვავებულმა გემომ გადამაფიქრებინა ჩინეთში შემდგომი ვიზიტი, თუმცა ჩემი მსაზრება არ ნიშნავს საზოგადო აზრს. მით უფრო, რომ ეს ქვეყანა ბევრი მნიშვნელოვანი კულტურულ-ეკონომიკური ფაქტორების გამო აუცილებლად იმსახურებს მოსანახულებელ ქვეყანათა სიაში არსებობას. უძველესი დამწერლობა, ეროვნული, ტრადიციული კოსტიუმების მრავალფეროვნება და სირთულე, ძველი ნაგებობების და ტაძრების ფერადოვნება, მხატვრობა, ინკურსტაცია, ძვირფასი ქვები და მრავალი სხვა, აღფრთოვანებას იწვევს და გაფიქრებს ადმიანთა შესაძლებლობების უსაზღვროებაზე.

imageimageimage
image


0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკო.მ.
ნინიკო.მ.
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0