x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82965
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო

image

ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო

  • ჩარლზ დარვინი

გამოჩენილმა ინგლისელმა ნატურალისტმა, ბიოლოგმა და გეოლოგმა ჩარლზ დარვინმა შეიმუშავა თეორია, რომელმაც განაპირობა ჩვენი ამქვეყნად არსებობის მნიშვნელობის გადაფასება. იმის ცოდნა, რომ ამ სამყაროში სიცოცხლის ყველა ფორმა ადამიანის ჩათვლით, ერთი საერთო წინაპრიდან ევოლუციის გზით ჩამოყალიბდა, შეძრა მთელი მსოფლიო.

მოძღვრებას, ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ დარვინმა 1859 წელს მიუძღვნა წიგნი სახელწოდებით „სახეობათა წარმოშობა“.

image

  • მარტინ ლუთერ კინგი

„მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მოღვაწეს, მარტინ ლუთერ კინგს. მშვიდობიანი გზით მიღწეული თანასწორობა სამყაროში იყო მისი იდეის ამოსავალი წერტილი.

რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისთვის, ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა ჯერ კიდევ 34 წლის ასაკში.

image

  • ოსკარ შინდლერი

ოსკარ შინდლერი - გერმანელი ინდუსტრიალისტი, რომელმაც მის საწარმოში დასაქმებით ჰოლოკოსტისგან გადაარჩინა 1200-ზე მეტი ებრაელი. ამ ფაქტმა ის ებრაელთა გმირად შერაცხა და 66 წლის ასაკში მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძის თანახმად, იერუსალიმში გადაასვენეს და სიონის მთაზე კათოლიკური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

image

  • ალბერტ აინშტაინი

ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან და პატივცემულ მეცნიერად. ცხოვრების განმავლობაში მან საინტერესო და რევოლუციური კონცეფციები, იდეები და თეორიები შეიმუშავა. ერთ-ერთი ყვლაზე მნიშვნელოვანი თეორია, რომელმაც შეცვალა სამყარო, იყო ფარდობითობის თეორია. ახლაც, საუკუნეების შემდეგ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მართებულობის დასამტკიცებელი ახალი ექსპერიმენტული მეთოდების ძებნა თნამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უმთავრესი ამოცანაა.

აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი, მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

image

  • ლეონარდი დავინჩი

რთულია აღწერო გზა, რომლითაც ლეონარდომ სამყაროს ფორმირება შეძლო. რენესანსის ეპოქის გენიოსიმა თანაბრად აითვისა სკულპტურა, არქიტექტურა, მხატვრობა, მუსიკა, ანატომია, მათემატიკა, და ყველა საჭირო ცოდნა, რომელიც მისი ქმნილებების ხორცშესხმაში ეხმარებოდა. ის თვლება ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ადამიანად დედამიწაზე. მისი გამოგონებები უსწრებენ საუკუნეებს, მისი შემოქმედება - შედევრები, რომლთაც ისტორია სათუთად ინახავს.

image

  • ბილ გეიტსი

კომპანია Microsoft- ის დამამარსებელი ბილ გეიტსი უკვე მეორე ათწლეულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში პირველ ადგილზეა. მისი წამოწყებით კომპიუტერები გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ამჯერად ზრუნავს იმაზე, რომ ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერმა შეძლოს. ამავდროულად, ის მუშაობს გლობალური დათბობის პრობლემის გადაჭრის პროექტზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

image

  • სტეფან ჰავკინი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი მეცნიერი და ფიზიკოსი. ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა და იმის მიუხედავად, რომ ექიმები მხოლოდ 30 წლიან არსებობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის 73 წელია აოცებს კაცობრიობას მიგნებებით, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

image

  • მე-14 დალაი ლამა

მისი უწმინდესობა, ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო - 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილია ბუდისტური ფილოსოფიით, რომელიც ეფუძნება ყველა ცოცხალი არსებისადმი პატივისცემას. ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დღემდე იღვწის ტიბეტის თავისუფლებისათვის.

„მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, ვერ გავიგებდი ღარიბი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია ჩავწვდე და ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.“

image

  • ნელსონ მანდელა

სამრხეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, რომელმაც ცხოვრების ერთი მესამედი პატიმრობაში გაატარა, ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო. ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად გარდაქმნის სიმბოლოდ იქცა.

მანდელა აქტიურად იყო ჩაბმული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობაში და მხარს უჭერდა საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის კამპანიას. თავისი მოღვაწეობით მანდელამ მორალური მაგალითი აჩვენა და უზარმაზარი კვალი დაატყო სამხრეთ აფრიკის და არა მარტო ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას.

image

  • დედა ტერეზა

მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდნენ, თუმცა ნამდვილი აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ერგო. აგნეს გონჯა ბოიაჯუ - დედა ტერეზას ნამდვილი სახელია. მისი ინიციატივით დაარსდა „მოწყალების ორდენი“ რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ 12 მისიონერი ირიცხებოდა, თუმცა ძალიან მალე მათმა რიცხვმაც იმატა და საქმიანობაც გაფართოვდა. დედა ტერეზამ დააარსა ახალი თავშესაფარები შიდსით დაავადებულთათვის, უსახლკარო და დასნეულებული, ობოლი ბავშვებისათვის. მიაჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი ის იყო, ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ვისაც არავინ იცნობდა, ამიტომ მფარველობა მისი ცხოვრების კრედოდ იქცა.

1979 წელს ნობელის პრემიის გამარჯვებული ლაურეატის წოდება მიენიჭა.

image

1
168
შეფასება არ არის
ავტორი:ნინიკო.მ.
ნინიკო.მ.
168
  
9 ნოემბერი, 12:30
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდაა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
0 1 1