x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82964
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე ტერენეტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე არის მითითებული

image
ქუთაისში, რესტავრაციის შემდეგ, განახლებულ თეთრ ხიდზე, ფილაზე ამოტვიფრული
ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად "აღსარება ქუთაის" შეცდომით კოლაუ ნადირაძე არის მითითებული.


ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს აკაკი მამუკაშვილი


image

"

ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ სჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ, ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე - ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენ-თქო???!!!

3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი იმ ფილას, რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ასე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი, სხვები აღარც წამიკითხავს!!!

ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს"-წერს მამუკაშვილი


ამ ფაქტს გამოეხმაურა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი თამთა თურმანიძე და აღნიშნა, რომ ხარვეზი მალე გამოსწორდება.



0
90
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0