x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:"ბატონი ბიძინის ფულის სუნზე გამოსუნსულებული ვირთხები"
image

თბილისში გამართულ აქციას ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეძღვნებოდა, ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით ეხმაურება.


ბატონი ბიძინის ფულის სუნზე გამოსუნსულებულ ვირთხებს ვუყურებ და წარმოდგებიან მოგონებანი გარდასულ დღეთა...

დავიწყებ იმით, რომ შარშან 7 ნოემბრის დარბევის 10 წლისთავი იყო და არც შარშან, არც იქამდე - ამ ხელისუფლებას და ბიძინეს ფულზე მოსულ ვირთხებს ეს დღე ესოდენ მასშტაბურად არ აღუნიშნავთ: არ იყო არჩევნების წაგების კონტექსტი, როგორც დღეს.



ნოემბრის აქციების ერთერთი ორგანიზატორი და ერთადერთი ადამიანი გახლდით, ვისაც ამის გამო ბრალი წაუყენეს და მოგვიანებით დამაპატიმრეს. მაშინ დღევანდელი ქოცობის ხმა არ მახსოვს ამოღებული, რომლებიც დღეს სხვების ტრაგედიით სპეკულირებენ იმიტომ, რომ პრემიები და თანამდებობები შეინარჩუნონ. "ძველი გვარდია" არასდროს დატოვებს ივანიშვილს, სანამ ფული აქვს. ეგაა ოღონდ, ბიძინემდე ეგენი შევარდნაძის ძველი ბოზბანდა იყო, რომლებიც მიტინგების დარბევას კიარა, დახვრეტასაც მიესალმებოდნენ და მიესალმებიან დღესაც, თუ ამაში ფულს გადაუხდი.

image

ახლა საკუთრივ ნოემბრის აქციებზე: 7 ნოემბერს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ცალსახად დამნაშავე იყო. თუმც დამნაშავეები ვიყავით ჩვენც. უფრო სწორედ, როგორც ხშირად ხდება საქართველოში, ორმხრივი რადიკალიზმით სიტუაციის აფეთქებას შეუწყვეთ ხელი. სააკაშვილის დანაშაული ის გახლდათ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მეტი რესურსი და თმენის ვალდებულება, უფრო ლმობიერი, შემწყნარებელი იყოს მისი მოქალაქეების მიმართ, თავი რომ დავანებოთ მას, რომ გულწრფელ პროტესტანტებს მაშინ საკმარისზე მეტი საფუძველი გვქონდა. მეორე მხრივ, ჩვენი ბრალი იყო ის, რომ ბოლომდე არ გვქონდა გაცნობიერებული რა ხდებოდა და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, და ჩვენი მუხტით შეიძლებოდა გარეშე მტერსაც ესარგებლა ქვეყნის დასაქცევად... აღარ დავაკონკრეტებ.


სად იყო ამ დროს ქოცობა, ბიძინე, კახა კალაძე, ვის აფინანსებდნენ, ვის ასხამდნენ ხოტბას?! კითხვა რიტორიკულია. ცნობილია, როგორც იყო. მე პირადად გული მერევა, როცა ჩემს ტკივილს და ტრაგედიას ეს ხროვა საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად იყენებს! დამთავრებულია თქვენი კონცერტი, ირაკლი ბათიაშვილის, მელორიკო ვაჩნაძის და ჯეობარის პეტუშატნიკის იმედადა ხართ დარჩენილი..."წერს გამსახურდია.





0
291
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0