x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
წელიწადნახევარში დაკლებული 68 კილოგრამი – წონაში კლების ყველაზე მარტივი და სასარგებლო რჩევები
image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი – ნანუკა ჟორჟოლიანი დაახლოებით ერთი წელია, რაც აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჟორჟოლიანი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე აქტიურად ლაპარაკობს და თავის გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს. ნანუკას რამდენიმე წლის წინ ზედმეტ წონასთან თავადაც უხდებოდა გამკლავება. მან რამდენიმე თვეში საზოგადოების გაოგნება მოახერხა, დაკლებული კილოგრამების მეშვეობით.

მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებდა, მუდმივად სწერდნენ ნანუკას, გაემხილა წონაში კლების საიდუმლო. ამის შემდგომ კი ტელეწამყვანმა თავისი 10 ოქროს რჩევა ზედმეტი წონის დასაკლებად მათთვის გაამხილა, ვისაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს.


დღეს ნანუკას თავის შოუში მიწვეული ჰყავდა ის ადამიანები, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს ჭარბი კილოგრამების მოცილება.


ნანუკას სტუმრები, რომლებმაც წონაში კლების რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს:

თალი სულეიმანაშვილი – წელიწად ნახევარი, დაკლებული წონა: 68 კილოგრამი.

დიმიტრი შანიძე – 11 თვე, დაკლებული წონა: 48 კილოგრამი.

ნანუკა არაბული – 4 თვე, დაკლებული წონა: 22 კილოგრამი.

თეკლა კოპალიანი – 45 დღე, დაკლებული წონა: 25 კილოგრამი.

გურამ ენუქიძე – 10 თვე, დაკლებული წონა: 37 კილოგრამი.


ასევე, სხვა სტუმრები წონაში დასაკლებ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად ვარჯიშს ასახელებენ. მათი თქმით, წონაში დასაკლებლად სულაც არ არის საჭირო შიმშილობა. მთავარია, სწორად შეადგინო დღის რაციონი, მიიღო ბევრი წყალი და რაც მთავარია, იკვებოთ ჯანსაღად.


იხილეთ ვიდეო:

1
599
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
599
  
2018, 9 ნოემბერი, 12:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1