x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არასტანდარტული ლოგიკური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)
image


1. ნაპოვნი 50 დოლარი


ბანკის თანამშრომელი სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე 50 დოლარი იპოვა. ფული აიღო და ნომერი დაიმახსოვრა. როდესაც კლერკი სახლში მივიდა, მას ცოლმა უთხრა, რომ ყასბისგან ანგარიში მივიდა, ზუსტად 50 დოლარის ოდენობით. კლერკმა ცოლს ნაპოვნი ფული მისცა და მეორე დღეს ამ ფულით ვალი დაფარა ქალმა. ყასაბმა იგივე კუპიურით ფერმერისგან შეიძინა ხორცი. ფერმერმა ეს ბანკნოტი ადგილობრივ მოვაჭრეს მისცა, რომელმაც თავის მხრივ, გაწეული შრომისთვის, დამლაგებელს გადაუხადა. ხოლო, დამლაგებელმა ამ ფულით, ბანკში აღებული კრედიტის ნაწილი დაფარა.

ისე გამოვიდა, რომ დამლაგებელმა ფულის კუპიურა იმავე ბანკში მიიტანა, რომელშიც ზემოთ ხსენებული კლერკი მუშაობდა. კლერკს ახსოვდა ფულის ნომერი და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მის მიერ ნაპოვნი ფული, ყალბი იყო!


კითხვა: ვინ რა დაკარგა ამ უცნაურ ისტორიაში?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ბანკს შეეძლო კონპენსაციის გაცემა?


– დიახ.

– იყო კლერკი პატიოსანი ადამიანი?

– დიახ.



2. დანაშაული


აშშ-ს ზოგიერთ შტატში ეს დანაშაული ისჯება, ზოგში კი – არა. ის, ვინც ამის ჩადენას ცდილობს, ჩვეულებრივ, ბრალდებულია. მაგრამ, არც ერთი დამნაშავე, რომელმაც ეს დანაშაული რეალურად ჩაიდინა, არასდროს დასჯილა.


კითხვა: რა დანაშაულზეა საუბარი?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– რამდენად ხშირია ამ სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი?

– საკმაოდ ხშირია.

– ეს დანაშაული სახიფათოა სხვა პირებისთვის?

– არა.



3. დატენილი თოფი


ადვოკატი წინ გამოვიდა და მიბრუნდა ნაფიცი მსაჯულებისკენ.

― მე მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს მკვლელობის მომენტში იარაღი ჰქონდა, დანაშაული არ ჩაუდენია, და უფრო მეტიც, მას იარაღი ჯიბიდან არც კი ამოუღია, ― თქვა მან.

ბრალმდებელმა შეხედა ადვოკატს, რომელიც თვითკმაყოფილი იღიმებოდა და უთხრა:

― დიახ, ბრალდებულმა დაკავების დროს განაცხადა, რომ იარაღიდან არ უსვრია, იარაღი მას ლაბადის მარჯვენა შიდა ჯიბეში ჰქონდა, როდესაც ამოუცნობმა პირმა მსხვერპლი მოკლა. მაგრამ, დაკავების დროს, მას დატენილი თოფი ლაბადის მარცხენა ჯიბეში აღმოუჩინეს და მასში ყველა ტყვია ადგილზე იყო. ხომ შეეძლო ბრალდებულს, მკვლელობიდან – დაკავებამდე, თოფი გაეწმინდა და დაკლებული ტყვიები შეევსო?

საუბრის დასრულების შემდეგ, პროკურორმა თვალი ადვოკატის გაბადრულ სახეს შეავლო და თავი არაკომფორტულად იგრძნო.

ამის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა სრულიად ლოგიკურად ახსნა, იარაღის მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში გადაადგილება, ისე რომ, ბრალდებულს მისთვის ხელიც არ უხლია. შედეგად, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს და ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს.


კითხვა: როგორ ახსნა ადვოკატმა იარაღის გადაადგილების ფაქტი?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ბრალდებული დამნაშავე იყო?

– არა.

– ლაბადა შეესაბამებოდა ამინდს?

– დიახ, წვიმა იწყებოდა.


4. ვინც უფრო ნელია


დრაკონეთის მოხუცი მეფე ტახტიდან გადადგომას ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით გადაწყვიტა, ტყუპი ვაჟიშვილებიდან რომელი დაესახელებინა ტახტის მემკვიდრედ. რადგან მისი ორივე შვილი შესანიშნავი მხედარი იყო, ბოლოს მან ტურნირის მოწყობა გადაწყვიტა. მეფის გადაწყვეტილებით, ტახტს ის დაიკავებდა, ვინც უფრო ნელი იქნებოდა და არა ის, ვინც პირველი მივიდოდა.

ძმებს შესანიშნავი ცხენები ჰყავდათ და ორივეს ეშინოდა, რომ მეორე იეშმაკებდა და ცხენს განგებ შეაფერხებდა. ამიტომ, რჩევის საკითხავად სამეფოში ყველაზე ბრძენ ადამიანთან მივიდნენ. ამ უკანასკნელმა ძმებს მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა და შეჯიბრი სამართლიანი გახდა.


კითხვა: რა უთხრა მათ ბრძენმა?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– პრინცებმა რამე გააკეთეს, რომ ცხენებს ჩვეულებრივზე ნელა ერბინათ?

– არა.

– პრინცები იმდენად სწრაფად აჭენებდნენ, რამდენადაც შეეძლოთ?

– დიახ.


5. ფრთხილი მძღოლი


ვმგზავრობ გზატკეცილზე, სადაც მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე, საათში 55 მილია. ვარ ფხიზელი, მაქვს ტექ. პასპორტი და მართვის მოწმობა, და ასევე ნიშანი საქარე მინაზე, რომ ავტომობილი დაზღვეულია და ტექ. დათვალიერება გავლილი აქვს. მიკეთია დამცავი ღვედი და არ ვაჭარბებ დაშვებულ სიჩქარეს. გზა დავუთმე 3 ავტომობილს, მაგრამ მაინც დამაჯარიმეს.


კითხვა: რატომ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ავტომობილს რამე პრობლემა ჰქონდა?

– არა.

– გატარებული ავტომობილის მძღოლები ჩხუბობდნენ?

– დიახ.


6. საფრთხე ჰაერში 1


სტამბული-ნიუ–იორკის ერთი ჩვეულებრივი რეისის მგზავრებს დიდხანს ემახსოვრებათ ის, რაც თვითმფრინავში მოხდა: ფრენის დროს, თვითმფრინავის I კლასიდან მგზავრი გაქრა. გაქრობის მომენტში, თვითმფრინავის კარი ჰერმეტულად იყო ჩაკეტილი. ხოლო, დაკარგული მგზავრის დასახიჩრებული სხეული რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს.


კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ეს უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა?

– დიახ.

– სხვებმა თუ დააფიქცირეს მისი გაქრობის პროცესი?

– დიახ.


7. საფრთხე ჰაერში 2


ინციდენტის შემდეგ (საუბარია, მგზავრის გაქრობაზე), ორმა ბორტგამცილებელმა ჩხუბი დაიწყო. მალე, ერთ-ერთმა მათგანმა მოთმინება დაკარგა, შეშლილივით კარისკენ გაიქცა, გააღო და გადახტა. მას პარაშუტი არ ჰქონია (სამოქალაქო რეისებზე პარაშუტი არავის აქვს). თუმცა, ადვილად გადარჩა, – მხოლოდ ტერფი იტკინა.


კითხვა: როგორ გადარჩა ბორტგამცილებელი?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ბორტგამცილებელი, რომელიც თვითმფრინავიდან გადახტა, პასუხისმგებელი იყო მომხდარ ინციდენტზე?

– არა.

– მას გაცნობიერებული ჰქონდა, სად იმყოფებოდა, როდესაც ხტებოდა?

– დიახ.


8. სადგური ვიქტორია


ბრაიანი და ბილი მარმარილოს თაღიდან ვიქტორიას სადგურზე უნდა მისულიყვნენ. ბრაიანი ავტობუსით წავიდა, რომელიც ჩვეულებრივი სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ბილი – ფეხით. ბილმა გზის ნაწილი გაირბინა, ხოლო ავტობუსი, რომელშიც ბრაიანი იჯდა, საშუალო სიჩქარით, – 25 მილ/სთ-ით მოძრაობდა.

სადგურში ორივე ერთდროულად მივიდა.


კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ბილმა ტაქსით ისარგებლა, ბრაიანს რომ დასწეოდა?

– არა.

– გუჩაში მოძრაობა გადატვირთული იყო?

– არა, საცობები არ ყოფილა.


9. ბაღი


ბობ უილსონს ძალიან უყვარდა ახალი ხილი და ამიტომ, საკუთარი პატარა ბაღი ჰქონდა. მას ხიდან ნებისმიერი ნაყოფის მოწყვეტა შეეძლო. ბალი, ვაშლი, ჭერამი ― ყველაფერი ჰქონდა.

ერთხელ, დღის საათებში, ბობმა რამდენიმე ბლის მოწყვეტა გადაწყვიტა და როდესაც ხეზე ხილს არჩევდა, დაეცა და მრავალრიცხოვანი მოტეხილობების გამო, თითქმის მაშინვე გარდაიცვალა.


კითხვა: ახსენით, რატომ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ბობი ხიდან ჩამოვარდა?

– არა.

– ეს უბედური შემთხვევა იყო?

– დიახ.


10. ნელსონის სვეტი


რუდოლფ მიულერი ლონდონში დუსელდორფიდან ჩავიდა. ეს მისი საზღვარგარეთ მოგზაურობის I შემთხვევა იყო და ბევრი რამის ნახვა უნდოდა, დრო კი, – მხოლოდ 4 დღე ჰქონდა. მას განსაკუთრებით, ქალაქის ღირშესანიშნაობები აინტერესებდა ― მადამ ტიუსოს მუზეუმი, ლონდონის ტაუერი, ნელსონის სვეტი, ბუკინგემის სასახლე და ა. შ.

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, რუდოლფმა ყველა ტურისტული ბუკლეტი შეისწავლა, რომ ქალაქის ისტორია გაეცნო. მან შეიტყო, რომ ტაუერი 1078 წელს იყო აშენებული, ხოლო ტრაფალგარის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად, ნელსონის სვეტი აღმართეს, რომლის სიმაღლე 170 ფუტი (სიგრძის საზომი ერთეული, ბრიტანეთში და აშშ-ში) იყო. თუმცა, ეს რუდოლფისთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან ის მეტრულ სისტემაზე იყო მიჩვეული. სკოლიდან ახსოვდა, რომ 3 ფუტი – 1 იარდის ტოლი იყო, ხოლო 1 იარდი, დაახლოებით, – 1 მ. მან გამოთვალა (170 : 3 = 56, 6) და სვეტის ფოტოს ფანქრით მიაწერა ― 56½ მეტრი. სამწუხაროდ, რუდოლფის გამოთვლა ზუსტი არ იყო, რაც მის მეგობარს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

შენიშვნა: 1 იარდი = 0.9144 მ-ია ე. ი. სვეტის სიმაღლე იქნება 56, 6 X 0.9144 = 51, 75 და არა 56½ მ.


კითხვა: რატომ დაიღუპა რუდოლფის მეგობარი?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– რუდოლფს უბრალოდ სვეტის სიმაღლე აინტერესებდა, თუ სხვა რამისთვისაც სჭირდებოდა მისი სიმაღლის მეტრულ სისტემაში გადაყვანა?

– დიახ, სხვა ინტერესიც ჰქონდა.

– რუდოლფის მეგობარი ლონდონში ჩავიდა?

– დიახ.


image

პასუხები:



1. რადგან ყველა ფინანსურ ოპერაციაში ერთი და იგივე ყალბი ფული მონაწილეობდა, კლერკი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და უბრალოდ შეცვალა ფული საკუთარი ფულით, ხოლო ყალბი ფული გაანადგურა. ეს რომ არ გაეკეთებინა, დაზარალებული დამლაგებელი იქნებოდა. გამოვიდა, რომ კლერკს არაფერი უპოვია და არც დაუკარგავს.

2. თვითმკვლელობა!

3. ბრალდებული მართლაც უდანაშაულო იყო. მან მართლაც შეინახა იარაღი ლაბადის მარჯვენა ჯიბეში. მაგრამ, ეს ორმხრივი ლაბადა იყო, და როდესაც წვიმა დაიწყო, ლაბადა გადააბრუნა და საწვიმარი მხარე ზემოდან მოაქცია. სწორედ ეს იყო იარაღის «გადაადგილების» მიზეზი.

4. ცხენები შეცვალეთ!

5. მე არასწორი მიმართულებით ვმოძრაობდი, ერთმხრივი მიმართულების გზაზე, და ავტომობილები, რომლებსაც გზა დავუთმე, ჩემკენ მოდიოდნენ.

6. ფრენის დროს, ილუმინატორის მინა გატყდა და ჰაერის ნაკადმა მგზავრი გაიტაცა.

7. თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, მაგრამ ტერმინალამდე ჯერ მისული არ იყო.

8. ბრაიანი ავტობუსის მძღოლი იყო, ხოლო ბილი იმავე ავტობუსის მგზავრი. მაგრამ, ვიდრე ავტობუსში ავიდოდა, ბილმა რამდენიმე მეტრი გაირბინა.

9. ბობი მე-14 სართულზე ცხოვრობდა. მას ბაღი აივანზე ჰქონდა მოწყობილი, ხოლო ხეები მინიატურული იყო. ნაყოფის არჩევისას, მას ფეხი დაუცდა და აივნიდან გადავარდა.

10. რუდოლფის მეგობარმა, ნელსონის სვეტის თავიდან გადმოხტომა დრეკადი ბაგირით გადაწყვიტა და მეგობარს მისი სიმაღლის დადგენა სთხოვა, რომ შესაბამისი სიგრძის ბაგირი ეყიდა. რუდოლფის შეცდომის გამო, ბაგირი მეტისმეტად გრძელი აღმოჩნდა (თითქმის, 4 მ-ით გრძელი), მისი მეგობარი დაიმტვრა და ადგილზე გარდაიცვალა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageარასტანდარტული ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)
იპოვეთ ქურდები. კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (პასუხები აქვს)


0
581
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0