x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82967
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
რატომ დაიბარეს დედოფლისწყაროს მერი ბიძინა ივანიშვილთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში (ვიდეო)

image


არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელები დაიბარეს. როგორც მედიასთან საუბარში ისინი აცხადებენ, არ აქვთ ინფორმაცია რასთან დაკავშირებით დაიბარეს ცენტრალურ ოფისში.


როგორც ცნობილია, შეხვედრას, რომელიც მეორე ტურის საარჩევნო სამზადის ეხებოდა, რეგიონების წარმომადგენლებთან თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, პარტიის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ.


მათ შორის პარტიის ოფისში მივიდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მერი. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მის რეგიონში პირველი ტური სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად მოიგო, შესაბამისად ჯანიაშვილისთვის უცნობია, რა საკითხებზე შეიძლება ესაუბრონ მას პარტიის ლიდერები.


„ჩემთან დედოფლისწყაროში არაჩვეულებრივი ვითარება იყო, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. პარტიაში მოვედი შეხვედრაზე. ვის უნდა შევხვდე არ ვიცი, “- ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი მოსიძე ამბობს, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან იმ ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდი სამომავლოდ განახორციელებს. მათ შორის მერებთან ჩვეულებრივი მუშა პროცესია, რომელზეც სამოქმედო გეგმის დადგენა მოხდება.


როგორც პარტიის ოფისში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.


1
319
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
319
  
9 ნოემბერი, 12:17
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
0 1 1