x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
პიქტები
image


ძველი პიქტები, რომლებიც დღევანდელი შოტლანდიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (დიდწილად შოტლანდიელების წინაპრები) ბრძოლის დროს გამოირჩეოდნენ არაადამიანური ფანატიზმით - ბრძოლის დროს ისინი იხდიდნენ ტანსაცმელს და ლურჯად იღებავდნენ სახესა და ტანს. ხშირ შემთხვევაში მტერი განიცდიდა სრულ დემორალიზაციას, როდესაც ხედავდა ლურჯ ფერებში შეღებილ პიქტებს, რომლებიც მათკენ მოემართებოდნენ და გამოსცემდნენ არაადამიანურ ხმებს. ამ მოვლენას იულიუს კეისარიც აღწერდა თავის დღიურში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ძირითად დამრტყმელ ძალებშიც კი უამრავი ქალი იყო.


image


მტრის მიმართ შეუბრალებლობამ და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლის უნარმა პიქტებს უდიდესი სახელი დაუტოვა. რომაელებმა ვერაფრით შეძლეს ამ ხალხის დაპყრობა და შესაბამისად მათი მუდმივი თავდამსხმებისგან თავის არიდების მიზნით აღმართეს უდიდესი 117 კილომეტრის სიგრძის კედელი, რომელიც აცალკევებდა პიქტებს დანარჩენი სამყაროსგან. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ლეგენდარული და ბრძოლებში გამოცდილი რომაელების ელიტარული მეცხრე ესპანური ლეგიონი (დაკარგული ლეგიონის სახელწოდებით ცნობილი) სწორედ პიქტებმა გაანადგურეს.



imageimage

0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0