x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოკო შანელი : სიყვარული და კარიერა...

image
image

ფრანგი მოდის დიზაინერი გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელი თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსიდან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია მოდის სამყაროში...

გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა მის ბავშვობაზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, ცნობილია რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა, მამამ შვილის აღზრდაზე კი უარი განაცხადა, სწორედ ამიტომ გოგონა ბავშვთა სახლში მიაბარეს...სწორედ ბავშვთა სახლში ისწავლა მან კერვა...20 წლის ასაკში კოკო შანელი ტოვებს ბავშვთა სახლს და ქალაქ მულენში ქარხანაში იწყებს მუშაობა საღამოებით კი ბარში მღეროდა.. სწორედ სიმღერის გამო შეირქვა მეტსახელი " კოკო" რომელიც დღეს მოდასთან, სტილთან და დახვეწილობასთან ასოცირდება...

კაფეში სიმღერის დროს გაიცნო მან ახალგარდა ოფიცერი ეთენ ბალზანი რომელიც ტექსტილის მწარმოებელის შთამომავალი იყო.ისინი სამი წელი ცხოვრობდნენ ერთად სწორედ ეთენთან თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო კოკო შანელმა ტანსაცმლის და ქუდების დიზაინის შექმნა...

იგი ილტვოდა თავისულებისთვის, თვლიდა რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების სამოსი რთული და ძნელად სატარებელი გახლდა...


კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა პარიზში საცხოვრებლად..

არტურის ფინასების დახმარებით 1910 წელს მან გახსნა პირველი ქუდების ატელიე...რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული პარიზის მაღალ საზოგადოებაში...

1919 წლიდან კოკო შანელი იწყებს ქალის სამოსის შექმნას ჯერსის ნაჭრისგან რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცის სამოსის შესაკერად გამოიყენებოდა...

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის სამოში მამაკაცის სტილის შემომტანი...სწორედ მან შემოიტანა ქალის სამოსში თავისუფალი სტილი და რითაც გაანთავისუფლა ქალები შემოჭერილი სამოსისგან..

სწორედ მან შექმნა შარვლის მოდელები ქალებისთვის თავადაც მოსწონდა და იმოსებოდა ამ სტილის სამოსით...

1917 წელს კი კოკო შანელმა მოკლედ შეიჭრა თმები ამით კი საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობას..

1919 წელს ავროკატასტროფაში მოულოდნელად არტურ კაპელი იღუპება..

რაც დიდი ტრაგედია იყო კოკო შანელისთვის..სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების ისტორია...

ვინაიდან ის არ იყო არტურის კანონიერი მეუღლე მას არ ქონდა სამგლოვიარო ტანისამოსის ტარების უფლება ალბათ სწორედ ეს გახლდა ერთ ერთი მიზეზი რომ კოკო შანელმა შავით შემოსა სრულიად მოდის სამყარო..

სწორედ ეს იყო მისთის ხსნა იმ დროისთვის...

მიუხედავად ბევრი თაყვანისცემლისა რომელიც კოკო შანელს არტურის შემდეგ ყავდა ის არც გათხოვდა და არც შვილები გააჩინა..

სიცოცხლის ბოლომდე იგი ცხოვრობდა პარიზში მდებარე სასტუმრო RITZ -ის ერთ ოთახში...


1920 წელს კოკო შანელმა ქიმიკოს-პარფიუმერის ერნესტ ბორსთან დაძაბული მუშაობის შემდეგ შექმნა 80 კომპონიმენტიანი ლეგენდარული სუნამო

"Chanel N 5" image

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შანელი აჩერებს წარმოებას და 1954 წელს 70 წლის ასაკში ისევ უბრუნდება მოდის სამყაროს..

კოკო შანელი 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა ..


არა მარტო სტილი რომელიც შანელმა შემოგვთავაზა არამედ მისი გამონათქვამებიც დღემდე აქტუალურია...

კოკო შანელი ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სილამაზეზე და ადამიანებზე...

1."აიყვანო თავი ხელში და არ მოაწყო სცენები, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ - აი რას ნიშნავს იყო იდიალური ქალი..."

2."სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისაგან..."

3."რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს იგი..."

4."ისე დაგაფასებენ სხვები როგორც შენ დააფასებ საკუთარ თავს."

5."ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ 30 წლის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია"

6. "ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ რომ იგი არასდროს დავკარგოთ"

7."თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის რაც არასდროს არ გქონიათ, მაშინ კეთილი ინებეთ და გააკეთეთ იგი რაც არასდროს გაგიკეთებიათ"

8."ჩვენ ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის რომ კაცებმა შეგვიყვარონ, და სისულელე იმისთვის რომ ჩვენ შევიყვაროთ ისინი..."

9."როგორც არ უნდა ატრიალოთ ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია.."

10."ჭეშმარითი ბედნიერება არ არის ძვირი, და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა ესეიგი ის ყალბია"

პ.ს უნდა ვაღიარო რომ მე ბევრ რამეში ვეთანხმები ამ ლეგენდარულ ქალს..

და ნამდვილად "ნამდვილი დიდსულოვნება ის არის როცა პატიობენ უმადურობას"

სიყვარულით ინტერ-გოგონაimage

2
67
4-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
67
  
2018, 13 ნოემბერი, 21:41
კი ნამდვილად
2018, 12 ნოემბერი, 22:10
ეს ქალი უბრალოდ შეუდარებელია
0 1 2