სხვა ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, მსოფლიო 2018, 7 ნოემბერი, 21:01 ზუსტად 55 წლის წინ, 1963 წლის 7 ნოემბერს ამერიკის(მოგვიანებით მსოფლიოს)კინოეკრანებზე გენიალური სტენლი კრამერის უგენიალურესი კომედიის პრემიერა შედგა, რომელმაც გამორჩეული და საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო კინოშედევრებს შორის. არაჩვეულებრივმა სამსახიობო გუნდმა ჩვენ თვალწინ გააცოცხლა ის ვნებები და ცდუნებანი, რაც ყოველთვის, ყველა საზოგადოების მთავარ გამოწვევებს წარმოადგენდა. მიუხედავად უდიდესი ნიჭიერებისა, მაესტრო კრამერი ალბათ ყველაზე კოშმარულ წარმოსახვაშიც ვერ დაუშვებდა, რომ მისი და ჩვენი საყვარელი მსოფლიო ოდესმე ასე შეიშლებოდა:
ბოლო სურათმა ერთი კურიოზული შემთხვევა გამახსენა; თბილისის ერთ-ერთ უბანში ბევრი წლის შემდეგ პირველად გაითიშა ელექტროენერგია. მეორე დღეს ვიღაცას ხუმრობანარევი აღტაცებით უთქვამს: ნეტა აქამდე ჩაექროთ, ეს რა კარგი ოჯახობა მყოლიაო....
პ.ს. გაივლის ალბათ კიდევ ნახევარი საუკუნე და დღევანდელი(მით უფრო კრამერის დროინდელი)"შეშლილი მსოფლიო" სანატრელი გაგვიხდება. 95 შეფასება არ არის
|