x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დიუნკერკის საავადმყოფოში ქალი ბომბის აფეთქებით იმუქრება

image
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საფრანგეთის დიუნკერკის საავადმყოფოში. ქალბატონმა ბომბით შეაღწია შენობაში და იმუქრება აფეთქებით. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ჯერ პოლიციამ არ იცის დაზუსტებით, აქვს თუ არა ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა, იტყობინება "ინტერფაქსი". სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და პაციენტები ევაკუირებული არიან უცნობი თავდამსხმელის მხრიდან მუქარის შემდეგ. შენობა გარშემორტყმულია და შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი.

პოლიცია არ გამორიცხავს, ​​რომ სიგნალი შეიძლება ყალბი იყოს. საავადმყოფოს შენობაში ეძებენ მომხდარი ინციდენტის დამნაშავეს .

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0