x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგა ხაინდრავა:"ქართველ ხალხს სტოკჰოლმის სინდრომის ვირუსი შეეყარა"
image

ქართველმა რეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ გოგა ხაინდრავამ რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილ აქციას- მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას", სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებდნენ, შემდეგი სიტყვებით მიმართა:


"არის ესეთი მცნება, სტოკჰოლმი სინდრომი, ალბათ ვიცით სულ ყველამ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოაძალადისადმი..და მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა და ორში არჩევნებზე მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი.....ეს არის ვირუსი, რომელიც შეეყარა ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ 600 ათასმა კაცმა, 600 ათასმა მხსვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა."-აღნიშნა ხაინდრავამ


იხილეთ სრული გამოსვლა.


აქცია ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას“ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.

ამ დღეს სამი დარბევა მოხდა:აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შემდგომ შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.


0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0