x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82968
  • ვიდეო:334282
  • სურათი:440636
ბედნიერების ინდექსი - ვიდეო ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში

image


შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქვეყანა, სადაც დეპრესიის განმავითარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ცივი, ხანგრძლივი და ბნელი ზამთარია და ამის მიუხედავად, მაინც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და მოღიმარი ხალხი ცხოვრობს?! ნუ იფიქრებთ ბევრს, ეს ქვეყანა ფინეთია.

საინტერესოა ისიც, თუ რა შეიძლება იყოს ის კრიტერიუმი, რითაც დგინდება ბედნიერების ინდექსი?! აქაც ნუ იფიქრებთ ბევრს და უმალვე გეტყვით, რომ იგი სამი ძირითადი ფაქტორისაგან შედგება ესენია: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; სოციალური დახმარება; კორუფციის მინიმალური მაჩვენებელი;

image



გაეროს კვლევებით, 2018 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია და შვეიცარია.





რაც შეეხება საქართველოს, იგი 156 სახელმწიფოს შორის 128-ე ადგილზე მოხვდა. მას მოსდევს სომხეთი 129-ე პოზიციაზე, უკრაინა -138 აღმოჩნდა.

იმისათვის, რომ გაეროს კვლევების შედეგები ან ეჭვქვეშ დავაყენოთ და უარვყოთ, ან კი პირიქით, დავადასტუროთ, ჩვენ მოვიფიქრეთ ვიდეოექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ რაოდენ ხშირად იღიმებიან ადამიანები აქ - საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ოპერატორმა გადასაღები კამერით 10 წუთის განმავლობაში გაიარა ერთ–ერთ ცენტრალურ გამზირზე და უწყვეტ კადრში დააფიქსირა თბილისელების (არა მარტო მათი) რეალური გამომეტყველება, ხოლო შემდგომ ისევ 10 წუთის განმავლობაში საწყისი წერტილიდან ბოლო წერტილამდე სვლისას კამერას დავაწერეთ წარწერა გაიღიმეთ. შემდეგ ორი უწყვეტი კადრი ერთმანეთს მივაბით, რათა მაყურებელმა დაინახოს სხვაობა ექსპერიმენტის ორ განყოფილებას შორის. იხილეთ ეს გასაოცარი შედეგი.


იხილეთ ვიდეო ექსპერიმენტი





ავტორი: გიორგი ახალკაციშვილი



0
60
შეფასება არ არის
ავტორი:მამულია123
მამულია123
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0