x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
რამ შეუხორცა «იარა» «რესპუბლიკური პარტიის» ლიდერს?

«"რესპუბლიკური პარტია" სრულ მხარდაჭერას უცხადებს "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს» – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ და ამ გადაწყვეტილების საფუძველი, როგორც გაირკვა მ. სააკაშვილის მიერ, ლ. ბერძენიშვილისთვის ბოდიშის მოხდა გამხდარა.


image


მაგრამ, როგორც ამბობენ, «ბოდიში წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო».

ეს იგავი სწორედ იმაზეაა, თუ რა ხდება ადამიანისთვის წყენის მიყენების და მოგვიანებით, მისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ.


იყო ერთი მეტისმეტად ფიცხი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა კაცი. და აი, ერთ დღეს, მამამ მას ტომარა მისცა, ლურსმებით და უთხრა, – რომ ყოველთვის, როდესაც მრისხანებას ვერ შეიკავებდა და თავის აგრესიას ვინმეს მიმართ გამოავლენდა, ღობის ბოძში ერთი ლურსმანი ჩაერჭო.
პირველი კვირის მანძილზე, მან რამდენიმე ათეული ლურსმანი ჩაარჭო. მეორე კვირიდან თავის კონტროლი დაიწყო, – მრისხანებას ისე ხშირად აღარ ავლენდა და დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, დაჭედებული ლურსმნების რაოდენობა მცირდებოდა. ბოლოს დადგა დღე, როდესაც მას არც ერთხელ არ დაუკარგავს მოთმინება და ამის შესახებ მამას უთხრა. ხოლო მამამ შვილს ახალი დავალება მისცა – მას ამჯერად, როდესაც აგრესიისგან თავს შეიკავებდა, თითო ლურსმანი უნდა ამოეძრო ბოძიდან.
გავიდა დრო, და დადგა დღე, როდესაც მას შეეძლო ეთქვა მამისთვის, რომ ბოძზე არც ერთი ლურსმანი აღარ იყო. მაშინ მამამ მოკიდა შვილს ხელი და ღობესთან მიიყვანა:
– შენ პრობლემას კარგად გაართვი თავი, მაგრამ ხედავ, ბოძში რამდენი ნახვრეტია? ის უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. როდესაც ადამიანს რამე ცუდს ეუბნები და ტკივილს აყენებ, მას ისეთი იარები უჩნდება, როგორიც ეს ნახვრეტებია. და მნიშვნელობა არა აქვს, ამის შემდეგ, ბოდიშს რამდენჯერ მოუხდი – იარა დარჩება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაბუთი, რომლის გამო, მ. სააკაშვილი მზად არის სიცოცხლე გაწიროს (+ ვიდეო)
რატომ დაიბანა ხელები პილატემ?

რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს და ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს


1
154
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
154
  
2019, 3 თებერვალი, 7:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1