x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82945
  • ვიდეო:334276
  • სურათი:440632
10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

image

მშობლიურმა კედლებმა სახლში კომფორტი უნდა შექმნას, მაგრამ ზოგიერთი ნივთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სახლის კომფორტს, არამედ საცხოვრებლის პოზიტიურ ენერგიას. ეს ნივთები სწრაფად უნდა მოიშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას და კარგ განწყობას დაკარგავთ.

ეცადეთ ექსპერტების რჩევები დაიცვათ, რომ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მიიღოთ. ბედნიერება შეგიძლიათ მიიღოთ, თუ გარკვეული წესების დაცვით იცხოვრებთ. ამ წესების დაცვა კი სირთულეს არ წარმოადგენს. სახლში სასურველი გარემოს შექმნა - ერთ-ერთი ასეთი წესია.


ნივთების ენერგეტიკა

ნებისმიერი ცოცხალი არსება, მცენარე და უსულო საგანიც კი რაღაც ენერგიას ასხივებს. ზოგიერთი ნივთი შეიძლება პოზიტიური ენერგიის წყარო იყოს, ხოლო ზოგი კი მხოლოდ ნეგატიურის. ისინი არა მხოლოდ ენერგეტიკულ ფონს არღვევს, არამედ სახლში ენერგეტიკული ტალღის ცირკულაციას აუარესებს.

ეს უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე, შემდეგ კი ჯანმრთელობასა და წარმატებაზე. კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანებს შავი დღეები ხანგრძლივად, ზოგჯერ წლების განმავლობაში უგრძელდებათ. სახიფათო ნივთები, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს, სწრაფად უნდა მოიშოროთ. ზოგიერთ ნივთს მოქმედებისთვის დრო სჭირდება, მაგრამ ზოგი 1 დღეში მოქმედებს და იდილიას კოშმარად აქცევს.


საშიში ნივთები, რომლებიც წარუმატებლობას იზიდავს

სხვისი ნივთები. ნებისმიერი სხვისი ნივთი სახლში - უარყოფითი ენერგიის პოტენციური წყაროა. საფრთხის ყველაზე მაღალი შემცველი არის თილისმა და ამულეტი. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ნივთები მოპარული, ნაპოვნი თუ მათ მიერ დავიწყებულია. ისინი სახლში ნორმალურ ცირკულაციას ხელს უშლიან, რადგან ისინი უცხო საგნებს წარმოადგენენ. მაშინაც კი, თუ ადამიანმა იპოვა ჭიქა, თეფში ან რაიმე ნივთი, ისინი პატრონს უნდა დაუბრუნოთ ან გადააგდოთ.

რა თქმა უნდა, ეს წესები არ გამოიყენება საჩუქრებზე და იმ ნივთებზე, რომლებიც თქვენ იყიდეთ. მაგრამ თუ ნივთი ხელზე შეიძინეთ, ის ცუდი ენერგიისგან უნდა გაწმინდოთ. წყალი დაასხით. ასევე ეცადეთ, არ ათხოვოთ ნივთები მათ, ვინც შეიძლება თქვენზე ცუდად ფიქრობდეს.


გატეხილი სარკე, მინა, ჭურჭელი. ეს ნივთები გზას გიღობავთ, სახლში მცირე წარუმატებლობას იზიდავს და მუდმივად ნერვიულობის შეგრძნებას იწვევს. თქვენ თითქოსდა თავს ასე „გატეხილად“ გრძნობთ. ამასთან, დავიწყებული ნივთები უარყოფითად მოქმედებას თავიდანვე იწყებს, ასე რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ.


ძველი უსარგებლო ნივთები. ნებისმიერი ძველი ნივთი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ, უმჯობესია, გადაყაროთ. მათგან გამოსული ნეგატიური ეფექტი თავიდან სუსტია, მაგრამ თუ ნივთი კარადაში ან აივანზე დიდხანს გექნებათ, ის პოზიტიურ ენერგიას მაგნიტივით წაიღებს.

ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ძველი ფეხსაცმელი, რომელსაც არავინ იცვამს, ასევე ტანსაცმელი, წიგნი, ჭურჭელი და ავეჯი. ძველი ავეჯი უნდა გადაყაროთ და სახლში არ უნდა დატოვოთ. ექსპერტები ბებიის დროინდელი ნივთების შენახვას ავტოფარეხშიც კი არ გირჩევენ.


მცენარეები. ყველა მცენარე სასარგებლო არ არის. ზოგიერთი იმდენად საშიშია, რომ უმჯობესია, სახლში არ იქონიოთ. ასეთია: გვიმრა და შროშანი, რომლებიც სახლიდან ყველა პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ. ჭარბი კაქტუსი შეიძლება გარედან პოზიტიური ენერგიის მიღებას აბრკოლებდეს. უმჯობესია თუ მათ თაროებზე დადგამთ, რაც შეეხება რაოდენობას, 2-3 ცალს არ გადააჭარბოთ. სურო ადამიანებს წარმატებას ართმევს, თუ ის შემოსასვლელი კარიდან შორს გიდევთ. თუ მას შემოსასვლელ კართან ახლოს დადგამთ, ის არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენ მიმართ ცუდი გეგმების განხორციელების უფლებას არ მისცემს. ასევე იასამანი იწვევს დაუსაბუთებულ ნერვიულობას.


საჩუქრები უსიამოვნო ადამიანებისგან. თუ თქვენ საჩუქარი გაჩუქეს, მაგრამ ეს ადამიანი შენი მეგობარი არ არის, ეცადეთ, ეს ნივთი თავიდან მოიშოროთ. პირველ რიგში, ეს ნივთი თავად შეიძლება იყოს საშიში. მეორე მხრივ, თუ ადამიანს არ უყვარხართ, ის ნივთს თავისი უარყოფითი ენერგიით აავსებს. ამან მთელი რიგი წარუმატებლობები შეიძლება გამოიწვიოს.


საფულე ფულის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ ორი, სამი ან უფრო მეტი საფულე, თითოეულ მათგანში უნდა გქონდეთ ფული, თუნდაც სიმბოლურად, რამდენიმე მონეტა. ცარიელი საფულე ფინანსურ წარმატებას წაგართმევთ, მუდმივ გაუთვალისწინებელ ხარჯს, ბიზნესის და სამსახურის პრობლემებს გამოიწვევს.


გატეხილი საათი. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია გატეხვა - ან უნდა გააკეთოთ საათი, ან დაუყონებლივ გადააგდოთ. გაუმართავი მექანიზმი მთელ ოჯახში უბედურებას იწვევს. ეს შეიძლება გამოხატული იყოს დაავადებით, ფინანსური სირთულით. გატეხილი საათი იმწამსვე ნეგატიურად არ იმოქმედებს, რადგან მას დრო სჭირდება. ასე რომ, წარუმატებლობას თავიდან აიცილებთ, თუ საათს სწრაფად შეაკეთებთ.


ძველი ცოცხი. ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ძველ ნივთებზე, მაგრამ ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ძველი ცოცხიც თავიდან მოსაშორებელია, რადგან ის კიდევ დიდხანს კარგად მოგვის. ძველი ცოცხი სახლში ენერგეტიკულ ნაგავს იზიდავს. ეკონომია არ ღირს, თუ ზედმეტი თავის ტკივილის, გაურკვევლობის და მუდმივი წარუმატებლობის თავიდან აცილება გსურთ.


ძველი ფოტოები. თუ სურათებზე თქვენი გარდაცვლილი ნათესავია, ჯობია, ეს სურათი სპეციალურ ალბომში ჩააკრათ. ასეთი სურათი გამოფენილი არ უნდა გქონდეთ. ისინი დიდ საფრთხეს არ შეიცავენ, მაგრამ კარგსაც არაფერს ელოდეთ.


დანა მაგიდაზე. მაგიდიდან დანა აიღეთ - ეს ძალიან მარტივია. ყოველთვის, სანამ დასაძინებლად დაწვებით, შეამოწმეთ მაგიდაზე დანა არის თუ არა, რადგან ამან ოჯახის წევრებს შორის შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს. სახლის ენერგეტიკა დარღვევას იწყებს, ჩნდება შიში, კომპლექსი და თავდაუჯერებლობა. ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ აკვიატებული ფიქრები, დაავადებები და თავის ტკივილი.


თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდია, სახლში ამ საშიში ნივთების არსებობა აუცილებლად შეამოწმეთ. უსარგებლო ნივთები სახლში არ დააგროვოთ და არ შეგეშინდეთ გადააგდოთ ის, რაც თქვენი გულისთვის ძვირფასია, მაგრამ სასარგებლო ფუნქციას ვერ ასრულებს. წარმატებას გისურვებთ!

0
996
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0