x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მთვარე ბევრად უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ
მთვარე ბევრად უფრო ძველია,  ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ


UCLA -ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მთავრე მილიონობით წლით უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ. ახალი კვლევის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ ჩვენი თანამგზავრი მინიმუმ 4, 51 მილიარდი წლისაა. დაახლოებით 140 მილიონი წლით უფრო ძველი, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ.


აქამდე მთვარის ასაკი დადგენილი იყო მისია აპოლო 14-ის მიერ ჩამოტანილი მთვარის ცირკონების ანალიზის მიხედვით, რომელიც 1971 წლიდან მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა მკვლევარი მელანია ბარბონი აცხადებს, რომ "ჩვენ ბოლოს და ბოლოს, დავადგინეთ მთვარის მინიმალური ასაკი, დრო იყო, გაგვეგო მისი ნამდვილი ასაკი და ახლა ჩვენ ეს უკვე ვიცით." მელანი ბარბონი არის ამ კვლევის მთავარი ავტორი და UCLA -ს დედამიწის კვლევის დეპარტამენტის გეოქიმიკოსი.


მთვარე ჩამოყალიბდა დიდი შეჯახების შედეგად დედამიწისა და ადრეული "პლანეტარული ემბრიონის" - მეცნიერთა მიერ თეიად წოდებული ციური სხეულის მიერ. ეს ინფორმაციაც ცნობილი გახდა UCLA -ს მკვლევარების, გეოქიმიკოსების და მათი სხვა კოლეგების მიერ 2016 წელს.



ეს უახლესი კვლევა იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთვარე 60 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, იმის მერე, რაც საბოლოოდ ფორმირდა ჩვენი მზის სისტემა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ასტრონომებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადრეული მზის სისტემის და დედამიწის ისტორიის აღდგენით და კვლევით.


ეს კვლევა ისევ და ისევ მთვარის ცირკონებზე ჩატარდა მელანია ბარბონის და მისი ჯგუფის მიერ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ანალიზები ჩაეტარებინათ მთვარის 8 ცირკონზე. "ცირკონები ბუნების საუკეთესო საათებია" აცხადებს კვლების თანაავტორი კევინ მაკკიგანი, გეოქიმიისა და კოსმოქიმიის პროფესორი - "ისინი საუკეთესო მინერალებია, რომლებიც ინახავენ გეოლოგიურ ისტორიას იმის შესახებ, თუ სად და როდის წარმოიშვნენ ისინი." (იხ. წყარო)





გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
242
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
242
  
2021, 10 სექტემბერი, 14:17
▶ დღესდღეობით დედამიწასა და მთვარეს შორის დაშორება საშუალოდ 384,000 კილომეტრია, მაგრამ 1.4 მილიარდი წლის წინ ეს დაშორება შეადგენდა 341,000 კილომეტრს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი 1.4 მილიარდ წელიწადში გაიზარდა 43,000 კილომეტრით. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში, წელიწადში მთვარე საშუალოდ გვშორდებოდა 3 სანტიმეტრით. თავიდან უფრო ნელა, ბოლოს კი უფრო სწრაფად. დღესდღეობით წელიწადში ეს დაშორება შეადგენს საშუალოდ 4 სანტიმეტრს.
0 1 1