x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ ხალხმა გვითხრა, თქვენ რასაც ამბობთ ეგრე არაა, ჩვენ რომ გეტყვით ისეაო“ - ზვიად ძიძიგური
image


“ხალხმა პირდაპირ გვითხრა, თქვენ რომ ამბობთ ეგრე არ არის და ჩვენ რომ გეტყვით ისეა”, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რომ მათი შერბილებული ტონი ნიშავს თუ არა იმას, რომ შეეშინათ მეორე ტურის შედეგების.


„ხალხია ამ ქვეყანაში მთავარი გადამწყვეტი. რა თქმა უნდა 1%-იანი სხვაობა სილის გარტყმა იყო. გულწრფელად გითხრათ, ამას არ ველოდით. გამოსაფხიზლებელი თემაა. თუ ადეკვატური პოლიტიკური ძალა ვართ, ადეკვატურად უნდა მოვიქცეთ.


ძველი გვარდია ახსენეთ და 2011-12 წლების “ოცნების” შემადგენლობა კარდინალურად განსხვავებული იყო. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რომ ქვეყანა წასულიყო წინ, ის ადამიანები დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ის ადამიანები თანდათან დარჩნენ ამ დგომარეობაში. ყურადღება ყველას მიმართ ვერ იქნა გამოჩენილი. ამიტომ გამოყო ივანიშვილმა ეს ადამიანები ცალკე.



ირაკლი ღარიბაშვილზე მკითხა ჟურნალისტმა და ვუპასუხე გულწრფელად. ის წავიდა პრემიერობიდან ისე რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამ ადამიანების უკან დაბრუნება პოლიტიკურ პროცესებში დადებითი იქნება. პერსონებზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს. ვიმეორებ, ჩემი მოსაზრება ვთქვი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

1
199
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
199
  
2018, 7 ნოემბერი, 0:43
ფრაცხალაძის სასამართლო და 5000 ლარიანი გირაო გეYოფათ მარტო რომ ყველაფერი ცხვირში ამოგადინოთ. რამდენჯერაც ქართულ ოცნებას გავიგონებდი ან წავიკითხავდი იმდენჯერ გული იმედით მევსებოდა. ახლა კი ქართული ოცნების გაგონებისას ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა მახსენდება სადაც ტ და ყ ჭარბობს. თანაც ფიქრები თქვენი კარგების და კეთილებისკენ გამირბის
0 1 1