x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა."-ციტატები "დანაშაული და სასჯელიდან" (ნაწილი II)

image



ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს თვითონვე სცემენ თაყვანს.


უნაკლო და ჰარმონიული კაცი მართლაც თითქმის სრულიად არ მოიძებნება; ასში და ათასში მხოლოდ ერთია ასეთი და ისიც მოიკოჭლებს.


ურიცხვი ხალხი, ანუ მასალა, მხოლოდ იმიტომაა ქვეყნად, რომ რაღაც საიდუმლოებრივი პროცესისა და გვართა და ჯიშთა ურთიერთშერევის წყალობით ბოლოს, როგორც იქნება, თუნდ ათასში ერთი, რამდენიმე დამოუკიდებელი ადამიანი წარმოშვას.

ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!... და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.


ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!


ზოგჯერ საშინლად უნდათ ქალებს შეურაცხყოფილნი იყვნენ, თუმცა იმავე დროს თითქოს რისხვით არიან აღსავსენი.

ქურდი რომ ქურდობს, თვითონვე იცის, რომ საზიზღარია.


კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა.

მარადისობა ისე გვაქვს წარმოდგენილი, როგორც იდეა, რომლის გაგება შეუძლებელია.

რაღაც სულ იოტისოდენა წვრილმანი გამოგეპარება და უცბად ეგვიპტის პირამიდის ოდენა სამხილად გამოგეჭიმება.

ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა.


ჭეშმარიტად დიდი ადამიანები უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად.


სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.


"მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ..."-ციტატები დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელიდან" (ნაწილი I)


1
389
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
389
  
2018, 7 ნოემბერი, 17:32
შესანიშნავია
0 1 1