x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა
image

სამხედრო მოსამსახურის გმირობის კიდევ ერთი მაგალითი

მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალბატონი მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

IV მექანიზებული ბრიგადის რიგითი ბაჩუკი ირემაძე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტის თვითმხილველი გახდა. მაშველების მისვლამდე რიგითი ბაჩუკი ირემაძე მტკვრის კალაპოტში ჯებირიდან გადახტა და ახალგაზრდა ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანა.


რიგით ბაჩუკი ირემაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად შეხვდა და მოქალაქის გადარჩენისთვის და სამაგალითო ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს საჩუქრად „ზიგ ზაუერ“-ის ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.

image

3
220
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
220
  
2018, 6 ნოემბერი, 20:57
გაიხარეთ
2018, 6 ნოემბერი, 20:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 ნოემბერი, 18:37
თვითმკვლელები სუსტი ფსიქოლოგიის ადამიანებია და ყველა მეცოდება სათითაოდ.
გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, ამ ბიჭს კი ჩემი პატივისცემა.
ისე შარშანწინ ანაკლიაში მეც გადავარჩინე 16 წლის გოგო ზღვაში დახრჩობას, ხელის მყესი დაეჭიმა თურმე და იხრჩობოდა.
თან საოცარი დამთხევაც მოხდა დედაჩემის მოგვარე აღმოჩნდა. :)
0 1 3