x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხაბაროვსკელმა მოზარდმა შეუმდგარმა "მატადორებმა" გადაწყვიტეს, სოფლის ბუღა "მოეთვინიერებინათ" და კლინიკაში მოხვდნენ

image ხაბაროვსკის მხარეში, სოფელ ტროიცკოეში მცხოვრებმა მოზარდებმა, ტელევიზორში ესპანური კორიდის ეპოპეის ნახვის მერე გადაწყვიტეს, სოფლის ფერმის ბუღა "მოეთვინიერებინათ".
მათ იმდენად ადვილად მოეჩვენათ მატადორების მოქმედება კორიდაზე, რომ ბევრი არ უფიქრიათ და განზრახვის სისრულეში მოყვანას შეეცადნენ, მათი აზრით, "მატადორობით" გაერთობოდნენ და სოფელშიც თანატოლი გოგონების თვალში პოპულარულობის თამასასაც ასწევდნენ.
თუმცა ერთია ის, თუ რას აკეთებენ პროფესიონალი ესპანელი მატადორები და მეორეა, გამოუცდელი, თან მოზარდი "მატადორების" გეგმის სისრულეში მოყვანა.
შეუმდგარმა "მატადორებმა" მართლაც მოახერხეს ფერმის საძოვრიდან ბუღის გამოშვება და სოფლის უზარმაზარი ბუღის გაღიზიანება. გავეშებული ბუღა ბიჭებს გამოეკიდა, ძალად "მატადორებმა" გამოცდილი ესპანელი მატადორებივით სცადეს ბუღის "გაბითურება", მაგრამ არც ბუღა აღმოჩნდა სულელი.
თუ ბუღის გამოშვებით სოფლის "მატადორებმა" გეგმის პირველ ნაწილს წარმატებით გაართვეს თავი, გეგმის მეორე ნაწილს, რაც გაბრაზებული ბუღისაგან თავის არიდებას ან გაქცევას ითვალისწინებდა, თავი ვერ გაართვეს.
გავეშებულმა ბუღამ ჯერ ერთ–ერთი მოზარდი "აბურთავა", ხოლო მოგვიანებით მეორე "მატადორს" მიუბრუნდა, რომელმაც ესპანელი მატადორის მსგავსად სცადა, გვერდზე შებრუნებით აეცდინა ხარის რქები, თუმცა მას ეს ესპანელი მატადორივით არ გამოუვიდა და ბუღამ მოზარდი რქაზე წამოაგო მკერდით.
ბედად, მოზარდებს მაყურებლებიც ჰყავდათ თანატოლების სახით, მათგან ერთ–ერთმა მოისაზრა, რომ ეს ვითომ უწყინარი გართობა ასე მარტივად არ დამთავრდებოდა და დახმარებისათვის მამას მიმართა, რომელიც სოფლის ვეტექიმი იყო.
სწორედ ვეტექიმის დროულად მოსვლამ გადაარჩინა ორივე "მატადორი" დაღუპვას, ვეტექიმმა ბუღას ცხვირში გაყრილ რგოლში მოჰკიდა ხელი და შემთხვევის ადგილს გაარიდა, ხოლო მოზარდები გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ ქალაქის კლინიკაში გადაიყვანა.
მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იმედია, მწარე გაკვეთილიდან სწორ დასკვნას გამოიტანენ.

0
198
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0