x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა:მე ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს
image

ამერიკაში მცხოვრები იუნა შაფათავა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ვიდეომიმართვას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

"მე ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს. ძალიან ბევრ ბოდიშს.
ბოდიში, ნებსით და უნებლიედ, მათი ჩადენილისთვის.
ძალიან დიდი ბოდიში, ყველაფრისთვის და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც თქვენ პირადად საქართველოსთვის გააკეთეთ და აკეთებთ,
მინდა იცოდეთ, ყველა მოღალატე და გამყიდველი არაა.
მე ყოველთვის მზად ვარ, ვემსახურო ჭეშმარიტი საქართველოს ჭეშმარიტების და სიმართლის პრინციპებს.
დიდი ბოდიში
უღრმესი პატივისცემით "-წერს შაფათავა.


image


შეგეხსენებთ, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ექვსწუთიან მიმართვაში ისაუბრა წარსულ შეცდომებზე და იმ წარმატებებზე, რომელიც 2012 წლიდან განხორციელდა ქვეყანაში, იმაზე თუ როგორ დაშორდა ხელისუფლება ხალხს, უკიდურეს სიდუხჭირეზე, ოპონენტების სიცრუეზე აგებულ კამპანიაზე, ჩინოვნიკების პირად კეთილდღეობაზე და სხვა.


"მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე-მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.


ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!"-დასძინა ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა.

0
300
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0