x
მისი უსიმპატიურესობა დიევიდ რობერტ ჯოზეფ ბეკჰემი!

დიევიდ რობერტ ჯოზეფ ბეკჰემი

ინგლისელი ფეხბურთელი. 2000-2006 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი. 2005 წლის დეკემბრისთვის ბეკჰემი ერთ-ერთი იყო სულ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 100-ჯერ ითამაშა. ის ასევე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბეკჰემის კარიერა დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედში“ პროფესიონალური კონტრაქტის მოწერიდან, სადაც პირველად ჩნდება გუნდში 1992 წელს 17 წლის ასაკში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1995 წელს შედგა. პირველივე სეზონში პოლ სქოულზთან, ფილ და გარინევილებთან და ნიკი ბატთან ერთად თავი დაიმკვიდრა ძირითად გუნდში. 1996-97 წლების სეზონში პირველივე მატჩში „უიმბლდონის“ წინააღმდეგ თავი გოლით გამოიჩინა, რომელიც მოედნის შუიდან გაიტანა.

2001 წელს ის მსოფლიოს წლის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2002 წელს კი უეფას თასის წლის საუკეთესო ფეხბურთელად

2003 წლის ზაფხულში ბეკჰემი 24, 5 მილიონ ფუნტად „რეალ მადრიდში“ გადავიდა. მადრიდში ბეკჰემმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა 2007 წელს. 2007 წლის ზაფხულის დასაწყისში მან „ლოს-ასნეჯელს გალაქსისთან“ დადო კონტრაქტი. 2009 და 2010 წლებში „გალაქსიდან“ ოჯარის წესით თამაშობდა „მილანში“. ამერიკაში ფეხბურთის თამაშის შემდეგ ბეკჰემი კვლავ ევროპას დაუბრუნდა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენი-ში“ დაასრულა. ის ფრანგულ კლუბს 2013 წლის იანვარში სეზონის ბოლომდე შეუერთდა და დაეხმარა მოეპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 19 წლიანი შესვენების შემდგომ.imageimageimage


0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთრინი
ქეთრინი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0