x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
10 საინტერესო ფაქტი მთვარის შესახებ
image

1)მთვარეზე არსებობს მემორიალი, რომელიც ეძღვნება დაღუპულ კოსმონავტებს. ეს არის პატარა ალუმინის ფიგურა, რომელსაც კოსმონავტის სკაფანდრი აცვია. მისი სიმაღლე 8 სმ-ს არ აღემატება. გვერდით დადგმულია დაფა, რომელზეც დაღუპული კოსმონავტების სახელებია ამოტვიფრული.image

2)პირველი ცოცხალი არსება, რომელმაც მთვარეს შემოუფრინა იყო შუააზიური კუ, რომალსაც კომპანიონობას უწევდნენ ხოჭოები, მცენარეები, წყალმცენარეები და ბაქტერიები.image

3)მთვარეზე შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა -100 გრადუსიდან +160 გრადუსამდე. დედამიწაზე ეს მაჩვენებელი -47 +7 გრადუსს წარმოადგენს და დაფიქსირდა მხოლოდ ერთჯერ 1916 წელს მონტანას შტატში.image


4)მთვარის ლანდშაფტი კარგად შეიძლება გაარჩიო სახლის ტელესკოპის საშუალებით.image


6)დღისითაც კი მთვარის ცა ვარსკვლავებით მოჭედილ შავ ტილოს წარმოადგენს, რადგან მას ატმოსფერო არ გააჩნია. ასევე მთვარიდან დღისიტაც და ღამითაც დედამიწა ჩანს.image

6)მთვარეზე მიზიდულობა 6-ჯერ ნაკლებია დედამიწაზე არსებულ მიზიდულობაზე, ამიტომ მთვარეზე საშუალო წონის ადამიანს შეუძლია თავისი წონის ტვირთი აწიოს.image

7)იმისთვის რომ მთვარეს თვითმფრინავით მივაღწიოთ დაახლოებით 20 დღეა საჭირო, ხოლო ავტომობილით ნახევარ წელზე მეტი დაგვჭირდებოდა.

8)დედამიწიდან მზისა და მთვარის დიამეტრი ერთნაირი ჩანს, ამ დამთხვევის წყალობით ჩვენ შეიძლება მზის დაბნელება ვიხილოთ.image




















9)დედამიწის თანამგზავრზე არის თავისი ალპები, აპენინები, პირინეები, კარპატები, კავკასიონი. ისინი კარგად ჩანს სამოყვარულო ტელესკოპით.

10)2010 წელს ნასამ წარმოადგინა პროექტი "ავატარი". თუ ეს პროექტი რეალიზდება მთვარეზე გააგზავნიან რობოტებს, ხოლო მათი მართვა მოხდება დედამიწიდან სპეციალური კოსტიუმების საშუალებით.


P.S. მთვარის პირველი ფოტო ჩემს მიერ არის გადაღებული.

5
1733
14-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1733
  
2012, 15 სექტემბერი, 14:16
კარგია
2012, 10 ივლისი, 18:34
მადლობა მაქსიმალურად ვცდილობ... :) იმედი მაქვს ჩემი შემდეგი სტატიებიც მოგეწონებათ.
2012, 10 ივლისი, 16:58
საინტერესო იყო
2012, 10 ივლისი, 15:53
მომეწონა სტატიაც და შენი გადაღებული სურათიც
0 1 5