x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
საინტერესო ფაქტები არწივზე
არწივი

40 წლის ასაკში არწივს ეზრდება ძალიან დიდი ბრჭყალები და უხდება დრეკადი, რის გამოც მას აღარ შეუძლია, მოინადიროს.

ნისკარტი უხდება გრძელი და მრუდი, რის გამოც უჭირს ჭამა.

ფრთებზე და მკერდზე ბუმბული უხშირდება და ისე უმძიმდება სხეული, რომ უჭირს ფრენა.


ასეთ დროს, არწივი დგას არჩევანის წინაშე:

სიკვდილი, ან ხანგრძლივი და მტკივნეული ცვლილებების პერიოდის გავლა, რომელიც გრძელდება 150 დღე...

არწივი მიფრინავს თავის ბუდეში, მთის წვერზე და იქ ძალიან დიდი ხანი ნისკარტს ურტყამს კლდეს, მანამ, სანამ არ მოსძვრება…

შემდეგ ელოდება ახალი ნისკარტის გაზრდას, რომლითაც მოგვიანებით იგლიჯავს ბრჭყალებს…

როდესაც წამოეზრდება ახალი ბრჭყალები, არწივი მისი საშუალებით გამოხშირავს ბუმბულს ფრთებსა და მკერდზე…

5 თვის ტანჯვის და ტკივილების გავლის შემდგომ, არწივი ახალი ნისკარტით, ბრჭყალებითა და განახლებული ბუმბულით ბრუნდება და კიდევ შეუძლია იცოცხლოს 30 წელი.

ნიშანდობლივია ჩვენი მსგავსება ფრინველთა მეფესთან.

40 წლის ასაკში ადამიანს ეძლევა მსგავსი შანსი - გადახედოს, შეაჯამოს, აიღოს გამოცდილება და დაიწყოს სუფთა გულით და ხელებით ახლის შენება.

ძალიან ხშირად, იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ, უნდა შევიცვალოთ.

ხშირ შემთხვევაში, ცვლილებების თანამდევია ტკივილი, შიშები, ეჭვები…

ამ დროს ვთავისუფლდებით მოგონებებიდან და მავნე ჩვევებიდან… მხოლოდ და მხოლოდ წარსულის სიმძიმისაგან განთავისუფლება მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ სიცოცხლე სავსე ცხოვრებით, ვიხაროთ აწმყოთი და მოვამზადოთ თავი სიახლეებისთვის.

0
534
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0