x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82967
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
კარგად გახსოვთ დეტალები რომანიდან ,,აღიარება ხელისგულზე" ? (ტესტი)

image



ნოემბერში ბესტსელერს “აღიარება ხელისგულზე" 1 წელიწადი შეუსრულდა. ოფიციალური მონაცემებით, გაყიდულია წიგნის 25 000-ზე მეტი ეგზემპლარი. “აღიარება ხელისგულზე" ეკუთვნის ქართველ ავტორს, თათული ღვინიანიძეს, რომელმაც გასულ წელს “პალიტრა L-ის" მიერ ჩატარებულ კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა, ხალხის # 1 რჩეული გახდა. რომანის ყდაზე ევროპაში სახელგანთქმულმა ილუსტრატორმა, ნინო მორბედაძემ იმუშავა. რომანის წამყვანი თემები საკუთარი თავის ძიება, ადამიანური არსისა და სხვათა შეცნობის სურვილი, შეცდომების დაშვების ხარჯზე სწავლისა და განვითარების უნარი და პროფესიული ეთიკის დარღვევის საკითხებია. რომანში ასახულია ქართული რეალობა: ეკონომიკური სიდუხჭირე, სტუდენტური ცხოვრების სტილი თანამედროვე საქართველოში, თაობებს შორის ურთიერთობა. წინა პლანზეა წამოწეული ისეთი საკითხები, როგორიცაა: რელიგია, ფემინიზმი, გენდერული თანასწორობა, ლგბ-ტი ინტეგრაცია, პატრიოტიზმი, სიყვარული, შურისძიება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სურვილი, სიმხდალე და ა.შ.
4
234
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
234
  
7 ნოემბერი, 0:34
ნეტა რამდენჯერ აკეთეს ეს ტესტი 781 ვოტერი რომაა და 172 ნახვა აქ?
6 ნოემბერი, 22:44
რადგან წაკითხული არ მაქვს, ტესტის ჩატარებას აზრი არ აქვს :)
6 ნოემბერი, 16:10
ოხოხ, კაი იდეა მომაწოდა ავტორმა
6 ნოემბერი, 14:23
18/20 :) ძალიან კარგი ტესტია. რომანიც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოში ცოტა ხელოვნურობის ეფექტი "შემოიპარა".
0 1 4