x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ნაპოლში უცნაური ამბავი გადამხდა თავს - წვერი გავიპარსე, არ მომეწონა ისევ მოვუშვი, ჩავიცვი სპორტულები და სარბენად გავედი
image

ნაპოლში უცნაური ამბავი გადამხდა თავს ....

დილაა, ვიღვიძებ. ვიღვიძებ რა - სიცივემ გამაღვიძა. სიცივემ რა - მეზობელი ბავშვი მყავს იტალიელი პედრო, ფანჯრიდან შემოპარულა და ფეხზე სულს მიბერავს. უცნაური ბავშვია, ვიფიქრე რაღაც სჭირს-მეთქი, მაგრამ მამამისს რომ ვკითხე, თვითონაც მასე ყოფილა ბავშობაში, მამამისიც და ბაბუამისიც. ერთგვარი ტრადიციაა - "ნიჩიო", გავატარე.

მოკლედ ავდექი, სახე დავიბანე, ოღონდ ჯერ წყალი მოვუშვი ონკანში - აბა ისე როგორ დავიბანდი - "გალავააა"
კბილები გავიხეხე, წვერი გავიპარსე - არ მომეწონა ისევ მოვუშვი, ჩავიცვი სპორტულები და სარბენად გავედი.
სარბენად რა, მოვახტი ჩემს მოპედს და მივგორავ, სირბილი არის ჰუსეინ ბოლტი რომ დარბის ას მეტრს რვა წამში.


მივდივარ ქუჩაში და რას ვხედავ, დამხობილია ამ წვიმაში კაცი ძირს და მოწყალებას ითხოვს. სულ ათი ევრო მქონდა - ტელეფონზე ჩასარიცხად, მაგრამ ვიფიქრე დავეხმარები, ღმერთი სიკეთეს არ დამივიწყებს - ას ევროს მაპოვნინებს და WIFI-ს დავაყენებ სახლში-მეთქი.

ავდექი და მივეცი ეს ფული...

არ გასულა ორი წუთი და ასი ევრო ვიპოვე.

ვააა-მეთქი, რასაც ვფიქრობ - ყველაფერი ხდება-თქო და გიჟივით სიცილი დავიწყე.

ამ სიცილზე ვიღაც ბებომ ქაფიანი წყალი გადმომასხა, ბავშვს ვაძინებ რა გაყვირებსო და მიიჯახუნა კარი.
აააა მეთქი, ბავშვს თუ აძინებ - ეს ქაფიანი წყალი საიდან-თქო - ჰოო, კაი სარეცხს ვრეცხავ, მარა შენ მაინც რა გაყვირებსო და ახლა სარეცხის მანქანა მესროლა.
დავტაცე ხელი და გავაქანე სახლში, ერთი თვეა ხელით ვრეცხავ - დამატყდა თითები.

მოკლედ, მივედი ჩასარიცხად, კოდი ვუკარნახე, ფული მივაწოდე და ვუცდი - თან გულში ვღიღინებ " ჩემო გამზრდელო ლობიო, როგორ ჩუხჩუხებ ქოთანში ჰეეეე" ნერწყვებს ვყლაპავ - ნეტა ლობიო მაჭამა ახლა-თქო.

და უცებ ეს კაცი მაწვდის ქოთნით ლობიოს, კიტრის მწნილს და ჯონჯოლს - აააჰა, ეს ძამიკო, სანამ ჩავრიცხავ, ჭამე მანამდეო.

ვაააახ, მეთქი, ნაღდად ხდება ყველაფერი, რასაც გავიფიქრებ-თქო....

ვიფიქრე, ახლა ამსვა-დამსვა და მატეო სალვინის ოჯახში ჩამსვა ისე, რომ თვითონ ვერ მხედავდნენთქო.

არ გასულა ორი წამი და ყველაფერი გაცხადდა.

ვიღაცეებს, რომ გეგონათ მდიდრულად ცხოვრობსო მასე არაა...
ძალიან უჭირთ - სახლიც დიდი ვერაფერი.
სულ ერთი ოთახია, ყველანი იქ ცხოვრობენ.

დედამისს საოჯახო ბიზნესი აქვს და მაგით ირჩენენ თავს - უძაფო ჩურჩხელებს ყიდის.

მამამისი - ყრუჩუნა მოხუცია. დადის, დადის, პირში ზეთისხილს აგლახავებს და ტელევიზორის პულტს დაეძებს - ემიგრანტებზე გადაცემას უნდა ვუყუროო.

თვითონ სალვინი დაბერებული მეჩვენა, წელში მოხრილი დადიოდა, ხელზე ბეჭდები ეკეთა და თავზე ვედრო ეხურა. ეეე მეთქი აქ რაღაც რიგზე ვერაა - სალვინი არ იქნება-მეთქი.
ხო კაი, გია ვარ ჯაჯანიძეო - ნიღაბი მოიხსნა, ფრთები გაშალა და ფანჯრიდან გაფრინდა.

მაინც ეჭვი მღრღნიდა, ეს მინისტრი კაცი ასე გაჭირვებულად რატომ ცხოვრობს-მეთქი და სარდაფში ჩავედი.
რას ვხედავ, წვიმას კედლები ჩამოუშლია და სულ წყლითაა სავსე. ამ ნადგომ წყალში ათასნაირი, არა ათიათასნაირი გემები, ხომალდები, ნავები და იახტები აყენია.

მოვაჯექი ერთ-ერთ იახტას, გავედი შუა ზღვაში და გაჩერდა ეს იახტა.
ვახხ, მეთქი რა ვქნაა...
და უცებ ხმა ჩამესმა - ბოლო სურვილი დაგრჩა დავითო.

ღმერთო, ახლა იმდენი ბენზინი მომეცი, რომ სახლამდე მისასვლელად ეყოს იახტას-თქო.
გაივსო იახტა ლიტრიანი ნაბეღლავის ბოთლებით - შიგ სულ ბენზინი.

გამიხარდა, მივედი მატორთან, ავხადე და რას ვხედავ - გაზის ბალონი. გაზზე გადაუყვანია იახტა სალვინს.

ვზივარ ახლა იახტაზე, აღარც სურვილი მაქვს, აღარც ბენზინი.

ვინმეს თუ გყავთ პატარა ნავი - ჩამიბით ნაპირამდე, თორემ გავიყინები, ორი დღე წვიმებია გამოცხადებული...image

0
210
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0